ბარსამ რეალი დაამარცხა

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 11-დეკ, 09:369 zuka123 1255 0






როგორც მოგეხსენებათ, ღამის პირველ საათზე გაიმართა ელ კლასიკო, რომელიც კატალონიის "ბარსელონამ" 1:3 მოიგო. მატჩი თავიდან "ბარსასთვის" კატასტროფულად დაიწყო. ვიქტორ ვალდესმა უხეში შეცდომა დაუშვა და ეს გატანილი გოლით დასრულდა. ცოტა ხნის შემდეგ "ბარსელონამ" ხელთ იგდო შეხვედრის სადავეები და ბურთს დაეუფლა. ამანაც შედეგი გამოიღო და ლიონელ მესის სოლორეიდის წყალობით ბურთი ალექსის სანჩეს მიუვიდა და მანაც მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გოლი გაუტანა იკერ კასილასს. მეორე ტაიმში ჩავი ერნანდესმა რიკოშეტის წყალობით გოლი გაიტანა. მოურინიომ მიხვდა იმ საშიშროებას რაც "რეალს" ელოდა და ამიტომ ოზილის მაგივრად კაკა, ხოლო დიარას ნაცვლად სამი ხედირა შემოიყვანა, მაგრამ 4 წუთში სესკ ფაბრეგასმა თაური დარტყმით უშანსოდ დატოვა კასილასი. შემდეგ პეპ გვარდიოლამ ფორმალური ცვილელები განახორციელა და ამით მორჩა თამაში. მთელი ღამის განმავლობაში კატალონიაში აღნიშნავდნენ "ბლაუგრანას" ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. როდესაც მსაჯმა 90 წუთის შემდეგ ჩასტვინა, ცა ლამაზ ფერებში აენთო. მინდა "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს მივულოცო გამარჯვება. მეც ხომ ამ ზეგუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018