დერკ ბურიგტერი გამოჯანმრთელდა

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 12-დეკ, 21:369 zuka123 944 3






ამსტერდამის "აიაქსის" ლიდერი დერკ ბურიგტერი შეძლებს და გუნდს დარჩენილ თამაშებში დაეხმარება.

ფეხბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებდა და სწორედ ამიტომ ვერ თამაშობდა. მან ასევე გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ "აიაქსისთვის".

აქედან გამომდინარე, ფრანკ დე ბურს შეუძლია მოთამაშე გამოიყენოს ბოლო ორ შეხვედრაში. პირველ შეხვედრაში "დენ ჰააგის" წინააღმდეგ, სავარაუდოდ დე ბური არ გარისკავს და ბურიგტერს არ ათამაშებს, მაგრამ მეორე შეხვედრა კლუბისთვის ძალიან საჭიროა და თანაც უკვე საბოლოოდ იქნება დერკი მზად.

საინტერესოა, რომ "აიაქსს" ტრავმების ეპიდემია აწუხებს. თეო იანსენმა გასულ კვირაში არ ითამაშა "ვალვაიკის" წინააღმდეგ ავამდყოფობის გამო და ითამაშებს თუ არა ის "დენ ჰააგის" წინააღმდეგ, ამას მწვრთნელი მატჩის დაწყების წინ გადაწყვეტს. სამწუხაროა, რომ სიმ დე იონგი, ტობი ალდერვეირელდი, ნიკოლაი ბოილესენი, კოლბეინ სიგტორსონი და ანდრე ოიერი მხოლოდ ზამთრის შესვენების შემდეგ დაუბრუნდებიან გუნდს.

წყარო Football.ua



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

Richie 13-დეკ, 22:30

ამის გარეშეც ითამაშებს აიაქსი მშვენივრად... მე არ ვთვლი ბურიგტერს ლიდერად. სულემანიც ძაან მაგარია...

RED DEVIL 13-დეკ, 15:24

belay belay

Alex_Song 12-დეკ, 22:23

კაია:) კაი იგროკია

კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018