გიორგი დევდარიანი: „ამ ბიჭებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ...“

სიახლეები 15-დეკ, 14:259 Alex_Song 1304 0






„მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია–ცენტრში საქართველოს 19–წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის – გიორგი დევდარიანის პრესკონფერენცია გაიმართა.

მოგეხსენებათ, U19 სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა თურქეთიდან, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა ახალგაზრდებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მომავალი წლის გაზაფხულზე კი, ელიტრაუნდს ითამაშებენ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ.
გიორგი დევდარიანმა განვლილი ჯგუფური ეტაპი შეაჯამა და მომავალ ელიტრაუნდში ჩვენი გუნდის შანსებზე ისაუბრა.
„ყველა რთული, მაინც, პოლონეთთან პირველი თამაში იყო, რადგან ჩვენთვის სრულიად უცხო გუნდს ვეთამაშებოდით. თუმცა, თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ მეტოქეს ბევრად ვჯობდით, რაც საბოლოო ანგარიშშიც კარგად გამოჩნდა. ძალიან რთული თამაში იყო თურქეთთან, რადგან ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მსგავს შემთხვევებში, სიმპათიები მასპინძელი გუნდის მხარესაა ხოლმე.
საბოლოოდ, ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი აბსოლუტურად კანონზომიერად და ლოგიკურად მიმაჩნია – ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილი, ყველაზე მეტი გატანილი და ყველაზე ნაკლები მიღებული ბურთი. ეს კი, სწორმა და გუნდურმა თამაშმა მოგვიტანა. ბიჭების მადლობელი ვარ, რადგან საკუთარი თავისთვის კი არა, ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის ითამაშეს. ამ ბიჭებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს – სოსო ჭედიას, რომელმაც რამდენიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვითმო და შვეიცარიაში არ წაიყვანა“ – განაცხადა გიორგი დევდარიანმა.
U19-ის მთავარი მწვრთნელის თქმით, ელიტრაუნდის კენჭისყრის შემდეგ, როცა ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობა გაირკვევა, გუნდი აუცილებლად გაივლის ზამთრის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას და საკონტროლო მატჩებსაც გამართავს.
რეალურად, საქართველოს 19–წლამდე ნაკრებს შესწევს ძალა, ელიტრაუნდიც გადალახოს და პირველად ქვეყნის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის კენჭისყრა 29 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი – ნიკოლოზ ჩხეიძე დაესწრება.
ამავე დღესვე გაიმართება 17–წლამდე ნაკრები გუნდების ელიტრაუნდის კენჭისყრაც, სადაც ვასილ მაისურაძის გუნდის მომავალი მეტოქეებიც გაირკვევა.
იმედია, ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს ამ კენჭისყრაში მაინც აუცილებლად გაუმართლებთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018