იუპ ჰაინკესი:რობენი ძალზედ საჭირო ფეხბურთელია

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 16-დეკ, 10:399 zuka123 990 0






მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს არიენ რობენს, კლუბმა კონტრაქტი უნდა გაუგრძელოს, რადგან "ბაიერნს" სჭირდება ისეთი ვარსკვლავი, როგორიცაა არიენი.

"მფრინავ ჰოლანდიელს" კონტრაქტი "რეკორდმაისტერთან" 2013 წელს ეწურება და გავრცელდა იმის შესახებ ინფორმაცია, თითქოსდა, "ბაიერნს" აღარ სურს რობენთან თანამშრომლობა, გაუთავებელი ტრავმების გამო. პრესა მიოხენგლადბახის "ბორუსიას" ლიდერს, მარკო როისს მიიჩნევს ჰოლანდიელის შემცველად.

თუმცა ჰაინკესმა ამ ჭორებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:"ჩვენ გვჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიცაა რობენი. პირადად მე ხელმძღვანელობას ვურჩევ, ახალი გარიგება შესთავაზონ მოთამაშეს".

"ის არის ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მარტოდ შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ისეთი შეგრძნება მაქვს, ის კიდევ ჩვენთან იქნება დიდი ხნის განმავლობაში".

შეგახსენებთ, რომ არიენი "ბაიერნში" მადრიდის "რეალიდან" გადავიდა და მას შემდეგ მოიგო ერთი ვერცხლის სინი და ერთი თასი.

წყარო Goal.com



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018