კვირის საუკეთესო მოთამაშე - რაული (შალკე)

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 19-დეკ, 19:329 zuka123 1109 1






რაული

კლუბი: გელზერკირხენის "შალკე"
ქვეყანა: ესპანეთი
ასაკი: 34
პოზიცია: ფორვარდი

17 წელი ემსახურებოდა რაულ გონსალეს ბლანკო მადრიდის "რეალს", მაგრამ 2010 წლის ზაფხულის სანტრანსფერო ფანჯრის დროს გელზერკირხენის "შალკეში" გადავიდა და "ხუმარა" გახდა. ამის შემდეგ ბევრი თვლიდა, რომ რაული ვეღარ გაიბრწყინებდა და თუმცა ისინი შეცდნენ. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 34 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ყველა კრიტიკოსი გააჩუმა.

შაბათს კი ნამდვილი შოუ დადგა. ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ ჰეთ-რიკი შეასრულა და "მუსიკოსებს" მინორული სიმღერა დააკვრევინა. მან უდიდესი წვლილი დაიდო გუნდის გამარჯვებაში.

ბუნდესლიგაში კი "შალკე" მე-3-ე ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერს, მიუნხენის "ბაიერნს.

ასევე აღნიშვნის ღირსია:

დანიელ ალვეში - კატალონიის "ბარსელონა"
ჯონ გუიდეტი - როტერდამის "ფეინოორდი"
ლიონელ ანდრეს მესი - კატალონიის "ბარსელონა"
ედუარდო ვარგასი - "უნივერსად დე ჩილე"


წყარო Goal.com



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 20-დეკ, 22:43

უძლიერესია , სუაკეთესოა,
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018