სიახლეები / უცხოური ფეხბურთი
დასრულდა ზამთრის სეზონი - დაიწყეს მწვრთნელთა შეცვლა

დამთავრდა ზამთრის სეზონი და კლუბებმა უკვე დაიწყეს მწვრთნელების გამოცვლა. ყველაზე მეტჯერ ჯერ ლა ლიგაში შეიმჩნევა თავკაცების ცვლა. "ვილიარეალმა" ხუან კარლოს გარიდო გაუშვა და მის მაგივრად გუნდს სათავეში ხოსე ფრანსისკო მოლინა ჩაუდგა. "სევილიადანაც" გააგდეს გრეგორიო მანსანაო და დიეგო სიმეონე დანიშნეს მეთაურად. "პსჟ"-დან ანტუან კომბუარე წავიდა და ალბათ დღეს ღამით გახდება ცნობილი ვინ ჩაიბარებს კლუბს. კანდიდატები კი რაფაელ ბენიტესი და კარლო ანჩელოტი არიან. კახა კალაძის "ჯენოადან" კი ალბერტო მალესანი გაათავისუფლეს. მალესანის ადგილი პასკუალე მარინომ დაიკავა.


ვილიარეალი


ესპანურმა გუნდმა მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს გარიდო, გუშინ მესამე ლიგელ "მირანდესთან" შერცხვენის შემდეგ გაათავისუფლა და მის მაგივრად ხოსე ფრანსისკო მოლინა დანიშნა. გარიდო ვერც ლა ლიგაში ათამაშებდა გუნდს კარგად და ვერც ჩემპიონთა ლიგაში. პრიმერა დივიზიონში "ვილიარეალი" 15 ქულით მე-17-ე ადგილზე იმყოფება და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი გუნდმა საერთოდ ქულა ვერ მოიპოვა და ლოგიკურია ხუან კარლოსის გაშვება. მოლინა საკმაოდ ცნობილი ადამიანია. წარსულში ცნობილმა გოლკიპერმა სახელი მადრიდის "ატლეტიკოში", დეპორტივოში და ესპანეთის ნაკრებში თამაშით გაითქვა. იმედია ფრანსისკო შეძლებს და "ყვითელ წყალქვეშა ნავს" თავის სახეს დაამგვანებს.

ატლეტიკო


ატლეტიკო ლა ლიგაში ძალზედ ცუდად გამოიყურება და 19 ქულით მე-13-ე ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში. ეს რა თქმა უნდა გუნდის ხელმძღვანელობამ ვეღარ მოითმინა და გრეგორიო მანსანო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. მის ნაცვლად კი სანტადერის "რასინგის" ყოფილი თავკაცი დიეგო სიმეონე დანიშნა. ადრე სიმეონეს არაერთხელ განუცხადებია, რომ სურდა "ატლეტიკოს" მეთაურობა და ეს ოცნება მას აუხდა. წარმატებებს გისურვებთ დიეგო.

ჯენოა


საქართველოს ყოფილი კაპიტნის გუნდმა "ჯენოამ" მწვრთნელი შეიცვალა. ალბერტო მალესანი პასკუალე მარინომ შეცვალა და 2013 წლის ზაფხულამდე გააფორმა კლუბთან კონტრაქტი. მალესანის ხელში გუნდი არც ბრწყინავდა და არც ძალიან ცუდად თამაშობდა. 21 ქულით გენუური კლუბი მე-10-ე ადგილზეა. წარმატებებს გისურვებთ პასკუალე.

პსჟ


"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ გუნდიდან ანტუან კომბუარე გაუშვა. არადა ახლა "პსჟ" საფრანგეთის დიზიონში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს "მონპელიეს" 3 ქულით უსწრებს. დღეს ღამით გახდება ცნობილი თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს. შეიძლება კარლო ანჩელოტი ან რაფაელ ბენიტესი დაინიშნოს თავკაცად.










კომენტარის დამატება
  • zuka123

  • 24 დეკემბერი 2011 09:52
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 19.11.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 44 комментария
  • 108 публикаций
^
Richie,
სპ რიჩი
  • Richie

  • 23 დეკემბერი 2011 22:17
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
საღოლ ავტორ კარგი ნამუშევარია :)))