Image

რამირესი:ბოაშს აქვს ყველაფერი რათა გახდეს საუკეთესო მწვრთნელი

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 26-დეკ, 13:549 zuka123 1063


ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი აცხადებს, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშს აქვს ყველაფერი რათა გახდეს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი.

34 წლის ბოაში ლონდონში მას მერე გადავიდა, რაც "პორტოს" მოაგებინა პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი და ევროპის ლიგა. მაგრამ ახლა პრემიერლიგაში საქმე "ჩელსს" ძალიან კარგად არ აქვს. გუნდი მე-4-ე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და პირველ ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით ჩამორჩება.

თუმცა ბრაზილიელი აცხადებს, რომ ანდრეს შეუძლია მალე საუკეთესო გახდეს:"მე მას ვიცნობდი, როცა პორტუგალიაში ვთამაშობდი, მაგრამ არა პირადად," განუცხადა რამირესმა Arena SporTV-ის. "ანდრე ეპყრობა ყველას თანაბრად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არიან ისინი."

"ბოაშს აქვს ყველაფერი, რათა გახდეს საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში. შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ერთ-ერთი კარგი მწვრთნელი ვისთანაც მიმუშავია."

"ჩვენს დამრიგებელს აქვს იმის პოტენციალი ჟოზე მოურინიოსავით კარგი მწვრთნელი გამოვიდეს ანდაც მასზე უკეთესი. ამისთვის კი ჩვენც უნდა დავეხმაროთ."

წყარო Goal.com


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (203)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა