როისი:დორტმუნდი თუ ბაიერნი? - დორტმუნდი

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 28-დეკ, 18:149 zuka123 1388 0





მიოხენგლადბახის "ბორუსიას" ლიდერი გერმანელი მარკო როისი მსოფლიოს გრანდების ყურადღების ცენტრშია. განსაკუთრებით კი მისით მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსიაა" დაინტერესებული.

22 წლის როისი დორტმუნდში დაიბადა და როცა გაიზარდა მშობლებმა "დორტმუნდის" აკადემიაში მიიყვანეს, მაგრამ 2006 წელს ფიზიკური კონდიციები დაუწუნეს და სხვა რაღა ექნა მარკოს - როტ ვეის ალენის მეორე გუნდში გადავიდა, საიდანაც ჯერ პირველ გუნდში მოხვდა, შემდეგ კი "გლადბახში" ამოყო თავი.

ამის შემდეგ ის ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოთამაშედ და ბუნდესლიგაში ისე თამაშობს, თითქოს ვეტერანი ფეხბურთელი იყოს.

მარკო როისი კი აცხადებს, რომ იურგენ კლოპის გუნდში მოხვედრა უფრო იზიდავს ვიდრე იუპ ჰაინკესის "რეკორდმაისტერში".

მართალია "დორტმუნდს" ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინტერესი ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ, მაგრამ კლუბის მენეჯერმა ფირც ლარშერმანმა განაცხადა, რომ "BVB" აპირებს ზაფხულის სანტრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ერთი კარგი ფეხბურთელი გადმოიბიროს.

წყარო Goal.com



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018