ანატოლი მილჩენკო გარდაიცვალა

სიახლეები 04-იან, 13:509 Alex_Song 1192 0






ანატოლი მილჩენკომ ფეხბურთის თამაში თავის მშობლიურ ბორჯომში დაიწყო, თუმცა, ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მსაჯობა გადაწყვიტა და მალე ჩამოყალიბდა მაღალი კვალიფიკაციის, ობიექტურ და პრინციპულ სპეციალისტად.

ანატოლი მილჩენკო 14–ჯერ მოხვდა სსრკ–ს საუკეთესო მსაჯთა ათეულში. 1979 წლიდან კი, ფიფას არბიტრია და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი, ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირისა და მოსკოვის ოლიმპიადის მატჩები იმსაჯა. თუმცა, მის ბიოგრაფიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ლონდონის "უემბლის" სტადიონზე გამართული, ინგლისისა და თურქეთის შეხვედრის მსაჯობა 1985 წელს.

1994–1998 წლებში, ანატოლი მილჩენკო კიევში, საქართველოს საელჩოს თანამშრომელია. 1998 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიას და სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია კავშირი თავის პროფესიასთან. ის ბოლო დღემდე მუშაობდა სფფ–ში, ახალგაზრდა არბიტრების მომზადების მენეჯერად.

ანატოლი მილჩენკოს გარდაცვალება დიდი დანაკლისია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება ღირსეული მოქალაქისა და პატრიოტის, სახელგანთქმული არბიტრის ხსოვნა.

esport.ge-სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018