გორის სტადიონის ახალი მინდვრის საფარი დაგებულია

სიახლეები 04-იან, 13:549 Alex_Song 1135 1





გასულ უქმეებზე, გორის ცენტრალურ არენაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მართალია, მინდვრის საფარის დაგება დასრულდა, მაგრამ სტადიონის სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მთლიანად იხსნება და ინგრევა დასავლეთი ტრიბუნის მხარე, სადაც გასახდელებიც იყო განთავსებული; ასევე, მედიისა და ვიპ–სტუმრების მოსათავსებელი ადგილები. თუმცა, იმ შენობას, რაც ამ დრომდე სტუმრების ლოჟად ითვლებოდა, ძნელად თუ უწოდებდით ლოჟას; პრესისთვის კი, არანაირი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
ახალი პროექტის მიხედვით, ხელახლა აშენდება დასავლეთი ტრიბუნა, გასახდელები, პრეს–ლოჟა და ვიპ–ლოჟა. კეთდება ახალი მიწისქვეშა გაყვანილობებიც.

რაც შეეხება ახალ მინდორს, ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის, გორის საფეხბურთო კლუბს უკვე შეეძლება საშინაო არენაზე მატჩების გამართვა. ახლა, მთავარია, სიცივეების მიუხედავად, ბალახმა მომაგრება შეძლოს. მომავალი სეზონისთვის კი, „თენგიზ ბურჯანაძე“, ალბათ, სრულად აღდგენილი და რეკონსტრუირებული შეხვდება ჩვენს შიდა პირველობას.
სფფ–ის პრესსამსახური



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Alex_Song 04-იან, 14:52

ამ სტადიონზე ნათამაშები მაქვს ძალლიან ცუდი საფარია
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018