სიახლეები
მესი : "მე შემიძლია ვისაუბრო კატალონიურად".

"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეონელ მესიმ განაცხადა Don Balón-თან ინტერვიუში, რომ მან ბოლომდე ადაპტაცია გაიარა კატალონიაში.

მესიმ განაცხადა : "მე კარგად მესმის კატალონიური და კარგადაც ვსაუბრობ კატალონიურად. მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მე როგორც მინდა ისე არ გამომდის. მე არ მინდა ამ ლამაზ ენას მივაყენო შეურაცყოფა." თქვა მან და გამოტყდა იგი "ბარსელონას" და კატალონიის სიყვარულში.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს მესი და არგენტინა, როდესაც მესის დაუსვეს კითხვა, სურდა თუ არა მას ესპანეთის ნაკრებში თამაში არგენტინის ნაცვლად , მან თქვა : "არა, არც კი წარმომიდგენია. მაგრამ მე მსიამოვნებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების თამაში. ესპანეთში თითქმის ყველა "ბარსელონას" ფეხბურთელია, ამიტომ თითქმის იგივეა რაც "ბარსას" თამაშის ყურება.

ასევე ლეომ აღნიშნა,რომ მას ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია მისი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე : "24 წლის ასაკში რთულია ასეთ რამეებზე ფიქრი. მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლანდელი ცხოვრება, რომ ავაშენო მომავალი გეგმები. მე ეხლა კონცენტრირებული ვარ მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე.












კომენტარის დამატება