სიახლეები
რაიოლა: "სასჯელი უსაფუძვლოა"

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა "ტოტენჰემ ჰოთსფურთან" მატჩში დააბიჯა ფეხი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს, სკოტ პარკერს. მისი აგენტი მიიჩნევს, რომ ასეთი სასჯელი უსაფუძვლო იყო.

"მარიო არ უნდა დაისაჯოს 4 მატჩის დისკვალიფიკაციით, რადგან ეს არ ყოფილა მისი ბრალი - ლუკა მოდრიჩმა მას ხელი უბიძგა და შემთხვევით დააბიჯა. ეს არ იყო განზრახ ჩადენილი მოქმედება - ეს შემთხვევითი ჯარიმა იყო, რადგან მარიოს არ სურდა მეტოქის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება. მან ვერ დაინახა პარკერი. მე არ მომწონს საფეხბურთო ასოციაციის დამოკიდებულება, რადგან ისინი ინგლისელებს ასე არ ექცევიან, უცხოელებს კი უფრო მკაცრად სჯიან. ამის მაგალითები ბალოტელი და კომპანი არიან". - დაასრულა მინო რაიოლამ








კომენტარის დამატება