მადრიდული და კატალონიური რეალობები!

სიახლეები 26-იან, 16:169 Alex_Song 5087 9






გუშინ კამპ ნოუზე გაიმართა კოპა დელ რეის 1/4 ფინალის მატჩი. ამ მატჩში სტუმრის ამპულა მადრიდის რეალს ერგო(მოქმედ ჩემპიონს, ამ წელს იგი ვეღარ გახდება კოპას ჩემპიონი). ბარსა კი როგორც ყოველთვის კამპ ნოუს ბინადარი, დიდი მოტივაციით გავიდა მოედანზე.

მატჩი კულეებისთვის დრამატულად დაიწყო ბარსა თითქოსდა რეალის განზომილებაში მოიქცა ამას კი დაემატა ის ყველაფერი რომ ინიესტამ ტრამვა მიიღო. ბარსა ნელ-ნელა სადავეებს კარგავდა(არადა ეს გვარდიოლას ეპოქაში ძალიან იშვიათად ხდება).მაგრამ როდესაც გუნდში მსოფლიოს სამ გზის საუკეთესო ფეხბურთელი და მოქმედი ოქროს ბურთის მფლობელი გყავს და რომელსაც ლიონელ მესი ქვია არასდროს არ უნდა იფიქრო ცუდზე. პირველი ნახევრის ბოლოსკენ მესიმ ცენტრიდან სწრაფი რეიდი განახორციელა და პასი პედრიტოს მისცა. იკერთან 1-1 გოლის გატანა კი მას არ გაჭირვებია(ანალოგიური შეცდომა დაუშვეს მადრიდელებმა წინნა მატჩში რომელსაც გამარჯვების გოლი მოჰყვა აბიდალის მხრიდან) ამას მოჰყვა ბრაზილიელი "ისტიბიწელი"-ს გოლი. დანიელმა არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის სურათი ასეთი იყო:
მადრიდული და კატალონიური რეალობები!

იმედია მადრიდის ფანები არ მიწყენთ:):)

მოურინიოს ძალები კიდევ შემორჩენილი ჰქონდა და მოედანზე შემოიყვანა ქარიმი და კალეხონი. მადრიდის რეალი შოკიდან გამოვიდა და შეტევაზე გადავიდა. პირველი გოლი პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზეა. სულ ცოტა ხანში კი კარიმმა ანგარიში 2-2 გახადა. საბოლოო ანგარიში კი 2-2 დაფიქსირდა.

ბარსამ გაიხარა! რეალმა კი ახალი გასამართლებელი საბუთ ვერ გამონახა და ყველაფერი მსაჯს გადაბრალა. მოურინიო:"კამპ ნოუზე ვერასდროს მოიგებ რადგან მათ 12 კაცი ჰყავთ".-goal.com- წყარო.

მოურინიოს მსაჯების გაკრიტიკებას ურჩევნია გამოიგონეს ახალი წამალი რასაც " ბარსაზე გამარჯვება" ეწოდება. სანამ პორტუგალიელი სპეციალისტი მაგას იზამს გუარდიოლა ისტორიაში თავის ეპოქას ოქროს ასოებით ჩაწერს.

პ.ს მე ბარსას ფანი ვარ და თუ რამე რეალზე არასწორი დავწერე დიდი ბოდიში!

პ.ს (რაულიტო) ეს იყო "სინამდვილე" ბარსელონას გულშემატკივრის მხირდან, ახლა კი მადრიდისტას მხირდან შეხედეთ და წაიკითხეთ!

"ბარსელონა", რომელიც "ნოუ კამპზე' ბრწყინვალეა , მეტოქეებს უგებს ძალიან მარტივად, თამაშობს სამი მცველით , მუდმივად უტევს და ლამაზ ფეხბურთს გვაჩვენებს, გუშინ სრულ შოკში აღმოჩნდა, შეიძლება ამის აღიარება მათ არ უნდათ მაგრამ, შეხედეთ ქვემოთ მოყვანილ სურათს, უი რას ვხედავთ 11 უი შემეშალა 12 (ტეიშეირა, მატჩის მთავარი არბიტრი) "ბარსელონელი" საკუთარ ნახევარზე იმყოფება, ჩემთვის აქ არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ კატალონიელებისთვის ეს უდიდესი სირცხვილია თავისივე შეხედულებით.

მადრიდული და კატალონიური რეალობები!


მატჩის მთავარი არბიტრი ტეიშეირა, ოო მას შეუძლია "ბარსელონასთან" ერთად იზეიმოს ეს წარმატება წვეულებაზე ეს სიტყვები უთხრა "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილასმა, მეკარე, რომელიც თავის სიმშვიდით და პატიოსნებით მთელი ქვეყნაში და მსოფლიოში აქვს განთქმულია სახელი. ისიც კი გამოვიდა მწყობრიდან. დავიწყოთ? რა უნდა დავიწყო? რა ყველამ არ ნახა გუშინ? თუ ვერ ნახეთ კიდევ მომენტებს უყურეთ. "რეალს" ყვითლები, "ბარსელონას" არაფერი. რამოსის გაუქმებული გოლი და ისეთი დანიშნული ჯარიმა, რომელსაც ბავშვები, რომ თამაშობენ იქაც არ დააფიქსირებს მსაჯი, ყვითლები "რეალის" ფეხბურთელებს და ბოლოს კვლავ გაძევება, ყვითელი პოზიციის მოსაგებად და როგორც ყოველთვის კატალონიელი ძირს ვარდება, კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელზეც მსაჯი ეჭვი გამიჩნდა უკვე შეგნებულად ეგებოდა. ბევრს აღარ ვილაპარაკებ მსაჯზე და "რეალის" შესანიშნავ თამაშს დავუბრუნდები.

კრიტიკა, რომელიც მოურინიომ დაიმსახურა სრულიად სამართლიანი გახდა, "რეალმა" უნდა ითამაშოს შემტევი ფეხბურთი და აი გუშინ ადგა და მოურინიომ შეტევაზე გააკეთა აქცენტი, ვეჭვობ არც თავად ელოდა მისი გუნდის ასეთ კარგ თამაშს. პირველი ნახევარი ალოგიკური შედეგით დასრულდა, "რეალი" თამაშობდა, უტევდა , ქმნიდა მომენტებს, ჯერ მარტო ოზილის დარტმა მატჩის საუკეთესო მომენტი იყო (ალვეშის შესანიშნავი გოლი იყო, რაც მართალია მართალია, მარა ოზილის დარყმა სულ სხვა იყო). იგუაინის რამდენიმე მომენტი, რონალდუსი და ასე შემდეგ. "ბარსელონამ" კი ორჯერ დაარტყა და ორივე გაიტნა, მე არ დავუკარგავ მათ ამას და ეს მათ მაღალ კლასზე მიუთითებს. მაგრამ "რეალმა" გუშინ ბევრად აჯობა "ბარსელონას" და ეს წესით ყველამ უნდა დაინახოს, სწორე ერთი კვირის წინ აჯობა "ბარსელონა" "რეალს" და მე ამას ვაღიარებ, მოდით და თქვენც აღიარეთ, რომ გუშინ "რეალი" უკეთესი იყო ვიდრე "ბარსელონა". ბოლოს კი იმის თქმა მინდა, რომ ბრძოლა გრძელდება და თქვენ სიტყვებს მოვიშველიებ: კოპა ხო მესამე ხარისხის ტურნირია და მოიგეთ მერე რა(შარსანდელი ფინალის შემდეგ სწორედ ეს სიტყვები გვესმოდა). მთავარი ბრძოლა ლიგაზე და ლა ლიგაზე გველის. მე კი ვამაყობ, რომ მადრიდისტა ვარ .



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 9

Sportnews 26-იან, 22:21

sanchez9,
ისევ დიარა, რომ გაეგდო, არ იყო გასაგდები, იმიტომ, რომ ანალოგიურ მომენტში სამჯერ არ მისცეს ალვეშს ყვითელი ალვეშს, მასე კუთხურის დროს ბუსკეს ხელზე, რომ მოხვდა პენალი, რომ დაედოთ ვაფშე გააფარჩაკებდა რეალი და პეპეს რატომ არ უნდა ეთამაშა? მესიმ რა ქნა გუშინ ძალით არ ჩაარტყა ფეხებში? მომავალში უარეს უზამს ყველა ბარსელონელს, ასესინო ტყუილად ხომ არააა

Alex_Song 26-იან, 22:14

რაულიტო,
მესიზე რამდენჯერ იუხეშეს? ან კიდე პეპეს ამ თამაშში მონაწილეობა უნდა მიეღო? დიარა რომ გაეგდო ყველაფერი შეიცვლებოდა

Sportnews 26-იან, 22:10

sanchez9,
შენ მომენტები დაითვლე , რონალდუმ რამდენჯერ ახოხილა ალვეში და ალვეშმა რამდენჯერ წააქცია რონალდუ და არც ერთხელ ყვითელი არ მისცეს??

Alex_Song 26-იან, 21:31

Richie,
admin,
winked

გოგა შენი დაწერილი მსაჯის მიმართ არასწორია. დიარა რომ გაეგდო პირველ ტაიმში რეალს რა მოუვიდოდა? საერთოდ მსაჯს უნდა უმადლობდეთ მეორე ტაიმში ბრძოლა რომ გააგრძელეთ! დიარა რომ გაეგდო ბარსა 5-0 გაგიმეორებდათ. ეხლა არ თქვა საწითლე არ იყოო. wink

Richie 26-იან, 19:57

ბრავო ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო

admin 26-იან, 18:36

შესანიშნავი სტატიაა ყოჩაღ ავტორს, დავაშეარე ფეისბუზე ბევრს დააინტერესებს

Sportnews 26-იან, 18:31

ეს სტატია ასე უფრო მომწონს 9

Alex_Song 26-იან, 18:23

ვაიმე ისწიბიწელი შემეშალა :)

zuka123 26-იან, 17:55

სანჩეს - ნუ პირდაპირ ეგრე არ უნდა დაგეწერა. დაგენდო მაინც :D.კაია. პროსტა ტრამვა აღარ დაწერო ტრავმაა და ისწიბიწელი არა ისტრიბიწელი
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018