დემპსი აშშ-ში წლის ფეხბურთელად დაასახელეს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 29-იან, 14:419 ბაიერნელი 1300 0






აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, ფანებსა და მედიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების და ინგლისის “ფულემის” ნახევარმცველი კლინტ დემპსი დაასახელეს.

კარიერის განმავლობაში 28 წლის დემპსის ასეთი პატივი წილად მეორედ ხვდა. პირველად ის წლის სპორტსმენად ქომაგებმა 2007 წელს აღიარეს.

შარშან დემპსი აშშ-ის ნაკრებთან ერთად კონკაკაფის “ოქროს თასის” ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელები მექსიკელებთან დამარცხდნენ. ტურნირის მსვლელობის მან 3 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში, “ფულემის” რიგებში, მეტოქის კარი მან 6-ჯერ აიღო. შარშან დეკემბერში ინგლისის პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში დემპსი ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ფეხბურთელი გახდა. ის “ფულემში” 2006 წლიდან გამოდის და 207 შეხვედრაში 49 გოლი მიითვალა.

წყარო: skysports.com



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018