დღის ახალი ამბები

ატალანტა, სევილია და ბაიერ ლევერკუზენი - რა განცხადება გავრცელდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით

ატალანტა, სევილია და ბაიერ ლევერკუზენი - რა განცხადება გავრცელდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით

ლეონიდ სლუცკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. სლუცკის აზრით, ქართველი ტალანტი საშუალო დონის ევროპულ კლუბში უნდა გადაბარგდეს.

“ხვიჩა “მილანსა” და “იუვენტუსში” თამაშისთვის მზად არის, თუმცა ვთვლი, რომ ხვიჩა საშუალო დონის კლუბში უნდა გადავიდეს. მან უნდა იპოვოს საშუალო დონე რუსეთის პრემიერ ლიგასა და ევროპის ტოპ-კლუბებს შორის. ასაკი მას ამის საშუალებას აძლევს, ისევე როგორც თამაშის დონე.

ხვიჩას ადგილას რომ ვიყო, “სევილიაში”, “ატალანტაში” ან “ბაიერში” გადავიდოდი. ხვიჩა გიჟურად არის შეყვარებული ფეხბურთზე და თუ მას სათამაშო დროს არ მისცემენ, შიგნიდან დაიწვება. ისე მოხდება, თითქოს პატარა ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვეს. შესაძლოა, ეს გრძნობები გაუქარწყლდეს.

ხვიჩა ისეთ კლუბში უნდა გადავიდეს, სადაც გარანტირებული სათამაშო დრო ექნება. არა მგონია, “მილანსა” და “იუვენტუსში” ძირითადში ადგილის გარანტირებული ჰქონდეს.





გაზიარება
მოინახულეს 1 441-ჯერ
კომენტარები
რეკლამა