აირჩიეთ გუნდი:

ავთანდილ ხურციძე: ,,მსოფლიო ჩემპიონი აუცილებლად გავხდები"



ქართველი პროფესიონალი მოკრივის, ავთანდილ ხურციძისა და კამერუნელი ჰასან ნდამ ნჯიკამის პარიზულ ბრძოლას დიდი რეზონანსი მოჰყვა. WBA-ის (მსოფლიოს კრივის ასოციაციის) ვერსიით მსოფლიოს შუალედური საჩემპიონო ქამრის მფლობელი კამერუნელი გახდა, მაგრამ ამ შედეგმა საკრივო წრეებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. “ტორნადოდ” წოდებულმა ქართველმა მოწინააღმდეგე კი დაჩაგრა, მაგრამ მსაჯებმა ქულები პირიქით დათვალეს. უკრაინულმა პრომოუთერულმა კომპანიამ, რომელიც ხურციძის ინტერესს იცავს, შედეგი გააპროტესტა და წესების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებებით რემატჩის ჩატარებას ითხოვს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ავთანდილ ხურციძე “მსოფლიო სპორტს” გუშინ, კიევიდან ესაუბრა.
ავთანდილ ხურციძე: ცოტა ძნელია კომენტარის გაკეთება. შეხვედრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბრძოლა მოგებული მაქვს. ამას ისეთი ხალხი ამბობს, რომ მათ სიტყვებში ეჭვის შეტანა უხერხულია. ყველა მეუბნება, რომ ტიტული ძალით წამართვეს. უმთავრესი, რის გამოც დავიჩაგრე, ჰასანის მასპინძლის რანგში ყოფნა იყო. თავისი მოკრივის საქომაგოდ საფრანგეთში კამერუნის პრეზიდენტიც კი ჩამოვიდა. ან ნოკაუტით უნდა მომეგო, ან არა და ქულებს ჩემი მეტოქის სასარგებლოდ დაითვლიდნენ.
- ნოკაუტამდე საქმე არ მივიდა. მოწინააღმდეგემ იმაზე მეტი წინააღმდეგობა ხომ არ გაგიწია, ვიდრე ელოდი?
- ჰასანის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. ძალიან ძლიერი მოკრივეა და მასთან ჩხუბის შემდეგ ერთხელაც დავრწმუნდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონობამდე აუცილებლად მივალ. გულშემატკივარს ვპირდები, რომ ჩემპიონის ქამარს საქართველოში აუცილებლად ჩამოვიტან.
- მსაჯების საბოლოო გადაწყვეტილებას ღიმილით შეხვდი...
- სიმართლეს გეტყვით, გაოგნებული დავრჩი. მაინც ვერ წარმომედგინა, ასეთი შეხვედრის შემდეგ თუ წამაგებინებდნენ. დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმაც კი უსტვინა მსაჯების გადაწყვეტილებას. არადა ის ხალხი, ბრძოლის დასაწყისში კამერუნელს გულშემატკივრობდა და მის სახელს სკანდირებდა. მაყურებლები და სპეციალისტები პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ აშკარად დავიჩაგრე. პარიზში კიდევ ორი დღე დავრჩი და ქალაქის დათვალიერებისასაც ძალიან ბევრმა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა მითხრა, რომ უსამართლოდ წამაგებინეს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენმა პრომოუთერებმა შეხვედრა გაასაჩივრეს. კონკრეტულად რა მიზეზით?
- რამდენიმე სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. 2-3 რაუნდი დროზე ადრე დაასრულეს და ამით კამერუნელის წისქვილზე დაასხეს წყალი. ერთხელ კაპი გადმომივარდა და წუთნახევარი მსაჯმა ამ დამცავი საშუალების გარეშე მაჩხუბა, რაც სასტიკად აკრძალულია. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი სავალდებულო დოპინგ ტესტის ჩაბარებას ამაოდ ველოდი. ეს პროცედურა საერთოდ არ გაგვატარეს. მიზეზიც კი არ გვითხრეს. ჩემი წარმომადგენელი ლევან ჯორბენაძე მაშინვე მივიდა სუპერვაიზერთან. ამ დარღვევის გამო აქტი შეადგინა და ხელიც მოაწერინა. მთელი რიგი მტკიცებულებები უკვე წარადგინეს, სადაც საჭიროა და შედეგის გაუქმება მოითხოვეს. კიევში ორშაბათს დაბრუნდებიან და უკეთ გავიგებ, რა ხდება.
- შეხვედრის ვიდეოჩანაწერს უყურე?
- რა თქმა უნდა. სპეციალისტებმაც დეტალურად განიხილეს თითოეული ეპიზოდი. ქულებიც დათვალეს და ერთხელაც მითხრეს, ულაპარაკოდ უნდა მოგეგოო. ქართულ არხზე გასული რეპორტაჟის ჩანაწერიც ვნახე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პროფესიული კრივი კარგად არ იციან. დასანანია, რომ ჰასანმა არ იცის ქართული, თორემ ის კომენტარები გაახარებდა. რეალურად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომელმა მოკრივემ უფრო მძიმე დარტყმები განახორციელა. სულ 3-4 რაუნდი იყო, რომლებშიც მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, დანარჩენები ჩემი უპირატესობით წარიმართა. არაუშავს. ამ ბრძოლით ჩემს კარიერაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო.
- ჰასან ნდამ ნჯიკამი საფრანგეთში ვარჯიშობს და გასაგებიცაა, რატომ ქომაგობდნენ მხურვალედ. მოულოდნელი ქართველი გულშემატკივრების პასიურობა უფრო იყო. დავიჯეროთ, არავინ მოსულა მხარის დასაჭერად?
- ეს მეც ყველაზე მეტად გამიკვირდა. ქართველებისგან ლამაზ ქომაგობას შეჩვეული ვარ. სადაც არ უნდა ჩავატარო ბრძოლა, ყველგან არიან დარბაზში. უკრაინიდან კი 50-მდე ქომაგი ჩამოფრინდა საფრანგეთში და მეგონა მათ კიდევ უფრო მეტი ქართველიც შეუერთდებოდა, მაგრამ მხოლოდ ორი ჩვენებური მოვიდა. ქართული ხმა აშკარად მაკლდა. ქალაქი პლაკატებით რომ არ ყოფილიყო აჭრელებული, ვიფიქრებდი, ვერ გაიგეს მეთქი. გარდა ამისა, წინასაშეხვედრო სამზადისისას ქართულ დიასპორასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს პრომოუთერებს. ბრძოლის დაწყებამდე დადგმული ეროვნული ცეკვაც კი ამ მოლაპარაკების შედეგად დაიგეგმა. უნდა გენახათ ჩემი გაოცებული სახე, მოცეკვავეს რომ გადავულაპარაკე და ქართული სიტყვები ვერ გაიგო. გავიფიქრე, ამან როგორ უნდა იცეკვოს მეთქი. საბედნიეროდ, მშვენივრად გააკეთა თავისი საქმე.
- ამ გამარჯვებით კამერუნელმა მთავარი ქამრისთვის ბრძოლა გაინაღდა, შენი საჩემპიონო გზა კი გართულდა...
- მთლად ასე ცუდადაც არაა საქმე. ჰასანი რეიტინგის ლიდერს, ყაზახ გენადი გოლოვკინს შეხვდება. მათ შორის მოგებული კი მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ჩემთან იჩხუბებს. ეს ოფიციალურად ჯერ არსად დაწერილა, მაგრამ აუცილებლად ასე იქნება. პირველი ბრძოლა სავარაუდოდ თებერვალში გაიმართება, მეორე – აპრილში ან მაისში.
- შენ ალბათ ისევ ჰასანთან შეხვედრა და რევანშის აღება გირჩევნია...
- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევხვდები. კამერუნელი მოუგებს, ოღონდ იქამდე ფსიქოლოგიური წინაღობა უნდა გადალახოს, რომელიც ჩემთან შეხვედრისას მიიღო. ამ ბრძოლამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა და ლამის ყველა მეტოქე ნოკაუტით ჰყავდა დამარცხებული. მორიგ იოლ გასეირნებასაც ელოდა, მაგრამ იმედი ისე გაუცრუვდა, თვითდაჯერებულობა დაკარგა.
- შენ როდის ჩაატარებ მორიგ ბრძოლას და ვის წინააღმდეგ?
- ჰასანი-გოლოვკინის წყვილში მოგებულთან შეხვედრამდე ერთი ბრძოლა აუცილებლად მექნება, მაგრამ კონკრეტულად ვისთან და როდის, ეს დაახლოებით ერთ თვეში მეცოდინება. ერთი კი ნამდვილად ვიცი, აუცილებლად სატიტულო ბრძოლა იქნება, ოღონდ სხვა ვერსიით ვიჩხუბებ. ჩემს პრომოუთერებს უნდათ, რომ მომავალ შეხვედრას თბილისმა უმასპინძლოს. ეს თუ მოხერხდა, უბედნიერესი კაცი ვიქნები.

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

FCB

7

2424

{awards}

{awards-link}

#7

ავტორი: beqa_beqa  

: barcafan
ეს და მსოფლიოს ჩემოიონობდა დამიჯერე შორი შორს არის ეხა ეს ტაისონს რო ეჩხუბოს ბებერი ძვლებით დამტვრევს ტაისონი.

{awards}

{awards-link}

#6

ავტორი: FCB  

მერე რაა ქართველია და რასაც იტყვის გააკეთებს... თან ჟილკაც ქართული ექნება და იზამს რამეს... ჩხუბშI მაინც მარჯვეები ვართ ქართველები :D

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: beqa_beqa  

ადმინ
გეტანხმები

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: admin  

რაღაც ვერ ვხედავ ამ კაცში მსოფლიოს ჩემპიონს, ბოლო ბრძოლიდან გამომდინარე ვამბობ :)

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: beqa_beqa  

barcafan
რის მადლობა არ გრცხვენია

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: FCB  

გაიხარე დიდი მადლობა :)

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: beqa_beqa  

ბრავო ბარცაფან ბრჭყინვალე სტატია რა შეხება ავტანდილს მაგრად არ მომეწონა ამის ჩხუბო ფრანგთან
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.