სიახლეები / უცხოური ფეხბურთი
ჩაბი ალონსო:" მეტი დავიმსახურეთ"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ჩაბი ალონსომ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან ცუდია, რომ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ამაში რამდენიმე ფაქტორმა შეგვიშალა ხელი. ძალიან ციოდა და მოედანზე ხელოვნურსაფარიანი ბალახი დაგვხვდა. გაგვიჭირდა ასეთ პირობებს მიჩვევა."

"ჩვენ უფრო მეტი დავიმსახურეთ. ვქმნიდით მეტ მომენტს და შეგვეძლო რამდენიმე ეპიზოდში გოლიც გაგვეტანა. თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო თანაც ჩვენს მოედანზე სადაც ყველაფერი რიგზეა. იმედი მაქვს მეოთხედფინალში გასვლა არ გაგვიჭირდება." - განაცხადა ალონსომ.








კომენტარის დამატება