სიახლეები / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები
კავანი:"ივანოვიჩი გატანაში დამეხმარა"

იტალიური "ნაპოლის" ფორვარდმა ედისონ კავანიმ განაცხადა, რომ გოლის გატანაში მას "არისტოკრატების" რუსი მცველი ივანოვიჩი დაეხმარა.

"ივანოვიჩმა ხელი მკრა მე კი ინერციით სწორედ ბურთისკენ გავეშურე. ვიცოდი, რომ თავით ვერ გავიტანდი, ამიტომ მხრის გამოყენება ვცადე. საბედნიეროდ ჩეხი მოშორებით იდგა ჩემგან და ბურთს უბრალოდ ვერ მისწვა, მაგრამ შესანიშნაივ რეაქცია გამოალვინა."

"თითოეულმა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ მატჩი. აღსანიშნავია კამპანიაროს თავგანწირული თამაშიც. ჩვენ იდეალურად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის, როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა."

"არ ვფიქრობ, რომ გუნდის ლიდერი ვარ, რადგან ფორვარდებს უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ პოპულარულები, რადგან ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, ამისთვის კი გოლის გატანაა საჭირო. გოლის გატანა კი სწორედ მე მევალება." - განაცხადა კავანიმ.










კომენტარის დამატება