Image

გვარდიოლა "ხეტაფეს" საშიშ მეტოქედ მიიჩნევს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 07-ნოე, 21:079 beqa_beqa 1563


















დღეს, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრეს–კონფერენცია გამართა. მის გაკეთებულ კომენტარებს კი ამ სიახლეში შემოგთავაზებთ...

პეპმა განაცხადა: "ამ დროისთვის ჩვენთვის ყველაზე სახიფათო მეტოქე "ხეტაფეა". ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ გველის "სეუტა", "ვილიარეალი", "ალმერია" და "პანათინაიკოსი" ... აქამდე ჩატარებული მატჩები და ასევე შემდეგი შეხვედრებიც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა."

"Coliseum Alfonso Pérez"–. "ეს მოედანი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან რთული იყო და არის. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავთ. თამაშის ხარისხის მხრივ გამოირჩევა ნახევარდაცვა და რაც მთავარია, მათ ფეხბურთის თამაში სურთ და ისიც იციან, თუ როგორ ... ჩვენ მათ წინა შედეგებზე არ ვფიქრობთ და ნამდვილად არ გვგონია, რომ მათ დამარცხებას ადვილად შევძლებთ," განაცხადა კატალონიელმა მწვრთნელმა.

გვარდიოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ხეტაფეს" მწვრთნელის, მიშელ გონსალესის მიმართ: "ამ ადამიანის სახელი ესპანურ ფეხბურთში დიდი მნიშვნელობისაა და მისი გუნდი ყოველთვის კარგად თამაშობს, რადგან ყველა მისი ფილოსოფიის მიხედვით მოქმედებს, რომელიც ჩვენთვის უკვე ძალიან კარგადაა ნაცნობი." გვარდიოლამ ასევე კომენტარი გააკეთა "ბარსას" ყოფილ ფეხბურთელზე, ვიქტორ სანჩესზე: "იჯარით წასული ყველა ფეხბურთელი შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს უკან დაბრუნდეს. კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ იგი მატჩების გასამართად მზად არის, რაც მე ძალიან მახარებს. მე მინდა, რომ მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო."

"ბარსას" მწვრთნელმა მატჩის გასამართად კიდევ ერთხელ გამოიძახა "ბარსა ბ"–ს ერთ–ერთი ლიდერი, ტიაგო ალკანტარა. "მისი განსხვავებული შესაძლებლობები ნამდვილად თვალშისაცემია. იგი ძალიან გაბედული და ამბიციურია. მას ფეხბურთელობა სურს. ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ მან უნდა გააანალიზოს, რომ იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და რომ ყველაფერი ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გაკეთდეს," განაცხადა გვარდიოლამ.

პეპს სასტარტო თერთმეტეულზე ბევრი არ უსაუბრია. მან მხოლოდ განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა მოედანზე გასასვლელად. იგი ჩავის თემასაც შეეხო: "იგი გამოჯანმრთელდა. ამისთვის ჩვენ 5 დღე გვქონდა, რაც ჩვენთვის დამატებით ბონუსი გახლდათ. ის გუნდთან ერთად გამოემგზავრება და დარწმუნებული ვარ, რომ მის მოედანზე ხილვას შევძლებთ." პრეს–კონფერენციის დასასრულს მან განაცხადა: "თუ "ბარსამ" კარგად, ან ცუდად ითამაშა ეს არანაირ კავშირში არ იქნება ფიტნესთან. ჩვენ ახლა უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ ის თამაშის რიტმი, რომელიც წინა შეხვედრებში გაგვაჩნდა."

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 7 ნოემბერი 2010 21:19
ე ნეტა ვერ მოიგონ
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (176)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა