რუსების კატასტროფა ტოკიოში

რუსების კატასტროფა ტოკიოში

8-11-2010, 17:45

საქართველოს ნაკრების მეტოქემ ნოემბრის ტესტებზე კანადის ეროვნულმა გუნდმა ევროპულ ტურნეს პირველი შეხვედრა ბრიუსელში, ბელგიის ნაკრებთან გამართა და 43:12 მოიგო. კანადის ნაკრებმა, რომელიც ულეგიონერებოდ თამაშობდა, მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანა, მასპინძლებმა კი ოკეანისგაღმელებს ორი ლელოთი უპასუხეს.

მომდევნო შეხვედრას კანადელები 13 ნოემბერს ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართავენ, რის შემდეგაც გეზს თბილისისკენ აიღებენ. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" კანადის ნაკრებს 20 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ნოემბრის ტესტებზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ხვალ ინგლისში ადგილობრივ კლუბ "სარასენზს" ეთამაშება. 13 ნოემბერს კი მადრიდში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

ევროპის ერთა თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნების" მეტოქემ, რუსეთის ნაკრებმა ნოემბრის ტესტების ეგიდით ითამაშა ტოკიოში იაპონელებთან და დიდი ანგარიშით - 3:75 დამარცხდა.

იაპონელებმა, რომელთაც ახალზელანდიიური რაგბის ლეგენდა ჯონ ქირვანი წვრთნის, რუსებს თერთმეტი ლელო გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებში შვიდმა ნატურალიზებულმა მორაგბემ ითამაშა. ერთი სიტყვით, ქირვანი იაპონიაში იმას აკეთებს, რასაც იტალიის ნაკრების მწვრთნელობისას აკეთებდა. "სკუადრა აძირაში" არგენტინელთა "შემოსევა" სწორედ მან განახორციელა.

2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქე ურუგვაის ეროვნული გუნდი რეპეშაჟში რუმიენთის ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება. სამხრთამერიკელებმა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებზე არგენტინაში იმყოფებიან, ამ ქვეყნის სან ისიდოროს რეგიონის ნაკრებთან საკონტროლო მატჩი გამართეს და 32:28 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელები რუმინეთის ნაკრებს 13 ნოემბერს მონტევიდეოში დაუპირისპირდებიან. განმეორებითი შეხვედრა კი 27 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი 2011 წელს მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება.

# 527ავტორი: beqa_beqa
მტლად ესეც არა რა აკტსწროფის წინაშე არიან:D
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით