Image

საქართველოს ჩემპიონატი ევროპაშია 33-ეა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 08-ნოე, 21:169 Sportnews 2280


















ეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ასოციაციამ (iffhs) ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემები აღებულია 2001 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით.

საქართველო 33-ე ადგილზეა 2653,5 სარეიტინგო ქულით. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსწრებს ლატვიას, ბელარუსს, კვიპროსს, ბოსნიას... ამ სტატისტიკაში ითვლება არა მარტო ეტაპების გავლის რაოდენობა, არამედ მოგებულ-წაგებული მატჩების შეფარდება. და მაინც, ქართული კლუბები თუ ბელარუსისა და კვიპროსისაზე უკეთ გამოდიოდნენ, ნამდვილად აღმოჩენა იყო.

პირველ ადგილზე ინგლისური პრემიერლიგაა, რონელსაც ესპანური პრიმერადივიზიონი და იტალიური სერია A “მისდევენ”. ეს სამეული აშკარად გამოკვეთილია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერლიგა მე-12 საფეხურზეა, უკრაინა კი – მე-13.
გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:

1. ინგლისი 11 187,0.
2. ესპანეთი 10 779,0.
3. იტალია 10 317,0.
4. გერმანია 8 929,0.
5. საფრანგეთი 8 457,0.
6. ჰოლანდია 6 969,0.
7. პორტუგალია 6 600,5.
8. თურქეთი 6 108,0.
9. საბერძნეთი 6 000,5.
10. ბელგია 5 856,0.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა