რას ბოდავს დალგლიში?

სიახლეები / ფეხბურთი 28-მარ, 23:149 JaVale McGee 761 0






”ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა გუნდის ფილოსოფიის შეცვლა გადაწყვიტა და ”უიგანთან” (1:2) წაგებული მატჩის შემდეგ საკმაოდ უცნაური განცხადებით შემოიფარგლა:

”ჩვენს გუნდში შესანიშნავი შემსრულებლები არიან და ჩვენი მიღწევები სხვადასხვა ტურნირებში შესანიშნავია, რასაც ვერ ვიტყვით პრემიერლიგაზე. ალბათ, ბრწყინვალე ფეხბურთის თამაშს უნდა შევეშვათ, ცოტა პრაგმატიზმი ნამდვილად არ გვაწყენდა. ასე რომ, გუნდის ფილოსოფია აშკარად შესაცვლელია”.

არ ვხუმრობთ, ეს მართლა ”კოპის მეფე კენიმ” თქვა. უცნაურია, არა? პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მარცხის (ორივე გავარდნის კანდიდადებთან) მერსისაიდელები მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ადგილს მთელი 13 ქულით ჩამორჩებიან.

ფილოსოფიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, ”ლივერპულის” ამერიკელი მფლობელები მწვრთნელის შეცვლაზე ნამდვილად ფიქრობენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018