დღის ახალი ამბები

როცა ყველა კვარაცხელიას გოლს აღნიშნავდა, ნახეთ რა გააკეთა კაშიამ მოედანზე – ეს ჟესტი დასაფასებელია

როცა ყველა კვარაცხელიას გოლს აღნიშნავდა, ნახეთ რა გააკეთა კაშიამ მოედანზე – ეს ჟესტი დასაფასებელია
1-04-2021, 10:22

მარტის სანაკრებო ბატალიები საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან დაპირისპირებით დაასრულა. ჯვაროსნების დამრიგებელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან ნაომარ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – ვაკო გვილიას ნაცვლად, სასტარტოში ადგილი გიორგი აბურჯანიას ანდო. ფრანგმა სპეციალისტმა აბურჯანია შვედეთთან პირველ მატჩშიც დააყენა, თუმცა მაშინ ესპანური „კართაგენის“ ფეხბურთელმა დიდად თავი ვერაფრით გამოიჩინა.
 
 
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ერთი გოლის თამაში იყო და არც საქართველოს ნაკრები იჯდა ყრუ დაცვაში. უფრო მეტიც – თამამად შეიძლება ითქვა, რომ ვილი სანიოლის გაწრთვნილები მეორე ნომრად სულაც არ თამაშობდნენ და საკმაოდ მწვავედაც უტევდნენ.
 
 
76-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრები დაწინაურდა, თუმცა გოლი მასპინძლებს არ გაუტანიათ. ამაში ბერძნებს ოთარ კაკაბაძე დაეხმარა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა. ზუსტად ორ წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების ბრილიანტმა მეტოქის დაცვა გააბითურა და მოხდენილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

სოციალურ ქსელში აიტაცეს კადრი, სადაც დაფიქსირებულია რას აკეთებს გურამ კაშია მოედანზე, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარში გოლი გაიტანა.






გაზიარება
მოინახულეს 721-ჯერ
კომენტარები
რეკლამა