იბრაჰიმ აფელაი ინტერის რადარის ქვეშ მოექცა

სიახლეები / ფეხბურთი 30-მარ, 14:329 zuka123 1479 2






კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი მილანის "ინტერის" რადარის ქვეშ მოექცა. "ინტერის" ხელმძღვანელობის აზრით, გუნდს ახალი სისხლი სჭირდება და ეს ახალი სისხლი მათი აზრით იბრაჰიმია.

"ბარსაში" ფეხბურთელი 2011 წელს "პსვ"-დან გადავიდა, მაგრამ გუნდს კარგად ვერ შეეწყო. ამასთანავე მან ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ ახლა აფელაის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება და უახლოეს მომავალში მისი დაბრუნება განიხილება.

არადა აფელაის 2015 წლამდე აქვს კონტრაქტი "ბლაუგრანასთან" გაფორმებული და "ინტერი" მაინც იმედოვნებს, რომ "ბარსა" მოლაპარაკებებზე წამოვა, თან კრისტიან ტელოს და ისააკ კუენკას სახით ჰოლანდიელს კიდევ ორი ძლიერი კონკურენტი გამოუნჩდა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რა გზას აირჩევს აფელაი.

წყარო Goal.com



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

zuka123 30-მარ, 14:55

რაულიტო,
მართლაც. ვერ გაქაჩა ბარსაში.

Sportnews 30-მარ, 14:53

აფელაისთვის სჯობია გადავიდეს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018