დღის ახალი ამბები

"კალაძე როცა მოსულიერდა გიჟივით ყვიროდა, გამიშვით ამ ყველაფრის დედაც.."

"კალაძე როცა მოსულიერდა გიჟივით ყვიროდა, გამიშვით ამ ყველაფრის დედაც.."

კიევის "დინამოსა" და უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადისლავ ვაშჩუკმა თავისი მწვრთნელის, ვალერი ლობანოვსკის სამწვრთნელო მეთოდები და მის ვარჯიშებს "შეწირული" კახი კალაძეც გაიხსენა.

"ლობანოვსკი ხშირად ამბობდა, გუნდს გავავარსკვლავებთ და თქვენც შესაბამისად ვარსკვლავებად იქცევითო. არ ვიცი, როგორ გეგმავდა ამის გაკეთებას, თუმცა მეთოდები მართლაც უჩვეულო ჰქონდა".

"ყველაზე მეტად "სამასი ხუთჯერ" დამამახსოვრდა. ვარჯიშის ამ მეთოდს ზუსტად შესაფერისი სახელი ჰქვია: სამას მეტრს გავრბოდით გარკვეული სიჩქარით, არც ვუკლებდით და არც ვუმატებდით. თითოელი გარბენის შემდეგ პულსს გვიზომავდნენ და 4 წუთში ისევ იმავე დავალებას ვასრულებდით. ასე გრძელდებოდა ხუთჯერ და ბოლო ცდაზე უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობდით, მწვრთნელი კი გვიყვიროდა ფეხებს ნუ ხრითო".

"კალაძე გუნდში ახალი მოსული იყო და მაშინვე ეს სასწაული ვარჯიში დაატყდა თავს. მე-4 თუ მე-5 ცდაზე გონება დაკარგა და გასახდელში ხელით გავიყვანეთ. როცა მოსულიერდა, გიჟივით დარბოდა,  ყვიროდა ხელი გამიშვით ამნაირი ვარჯიშის დედაცო... რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩვენიანი გახდა და უპრობლემოდ ასრულებდა ლობანოვსკის დავალებებს", - იხსენებს ვაშჩუკი.





გაზიარება
მოინახულეს 850-ჯერ
კომენტარები
რეკლამა