დღის ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების იდეალური თერთმეტეული

საქართველოს ნაკრების იდეალური თერთმეტეული
3-04-2021, 00:03

ჩვენს ნაკრებს ტრავმის გამო ბოლო შეხვედრებშიც ბევრი ფეხბურთელი დააკლდა, მათ შორის კი ორი გამორჩეული ჩაკვეტაძე-ოქრიაშვილის სახით.

მთლიანობაში ჩვენი ფეხბურთელები ხშირად უჩივიან ტრავმიანობას და დიდი ხანია ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არ შეკრებილა.

გადავწყვიტეთ შეგვედგინა ჩვენი ნაკრების იდეალური თერთმეტეული ტრავმების გარეშე.

მიუხედავად ესპანეთის ნაკრებთან დაშვებული შეცდომისა, მეკარის პოზიციას კვლავ გიორგი ლორიას ვანდობთ.

დაცვის ცენტრში კაშიასა და დვალის დუეტს ავირჩევთ, რომლებმაც თავი ამ სანაკრებო პაუზის დროს მშვენივრად გამოჩინეს, მარცხენა მცველის პოზიციას გიორბელიძე დაიკავებს, მარჯვნივ კი - ოთარ კაკაბაძე.

ჩამშლელის პოზიციაზე კანკავასთან ერთად კიტეიშვილს მოვისაზრებთ, ოთარი "დინამოში" ყოფნისას სწორედ მეორე ჩამშლელად თამაშობდა, მათ წინ კი ცენტრში ადგილს შემტევ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იქნება.

შეტევის ხაზში მარცხენა ფლანგიდან ხვიჩა კვარაცხელია შეუტევს, მარჯვნიდან ოქრიაშვილი , ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე  კი მიქაუტაძეს განვიხილავთ.




გაზიარება
მოინახულეს 1 726-ჯერ
კომენტარები
რეკლამა