დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ბაიერნი დაინტერესდა

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ბაიერნი დაინტერესდა

მიუნხენის "ბაიერნი" ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა express.de ავრცელებს.

წყაროს ცნობით , "რეკორდმაისტერის" ინტერესი ქართველი ვუნდერკინდის მიმართ სერიოზულია და მიუნხენელები "რუბინთან" მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში ეცდებიან.

აღანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში გამართულ ბოლო ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა, რითიც ევროპული კლუბების ყურადღება კიდევ უფრო მიიპყრო.




გაზიარება
მოინახულეს 8 938-ჯერ
კომენტარები
რეკლამა