Image

რა თვალით შეხედავს ბალარდინი კალაძეს

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 09-ნოე, 23:469 beqa_beqa 1316


















"პალერმოსთან" განცდილმა მარცხმა "ჯენოას"' პრეზიდენტის მოთმინების ფიალა აავსო და ამ ყველაფერს ჯამპიერო გასპერინის სკამი შეეწირა. დიახ, გენუურ კლუბს და მის ქართველ ფეხბურთელს კახა კალაძეს ამიერიდან ახალი მთავარი მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი ეყოლება. როგორც ჩანს, ენრიკო პრეციოზის შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა ბალარდინისთან და "ჯენოას" მორიგ წაფორთხილებას ელოდებოდა. თავისუფლად შეიძლებოდა ეს ცვლილება ჯერ კიდევ გასულ ტურში მომხდარიყო, თუმცა "ინტერთან" მარცხის შემდეგ მწვრთნელის გათავისუფლებას პრეციოზი მაინც მოერიდა. და აი, მას შემდეგ, რაც გენუელებმა "პალერმოსგანაც" იგემეს მარცხი, პრეზიდენტმა მწვრთნელს კარისკენ მიუთითა.

საინტერესოა, როგორი თვალით შეხედავს დავიდე ბალარდინი კახა კალაძეს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს დავიდე "ლაციოს' ედგა სათავეში და აქედან გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შეიძლება. მისი ფორმაციის "ბიანკოჩელესტე" მეტწილად 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდა, ეს კი კახას შანსებს სტაბილურად ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში, ერთი-ორად ზრდის. გასპერინი იმ იშვიათ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სამი მცველით ათამაშებენ გუნდს და გამომდინარე აქედან, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხშირად ძირითად თერთმეტეულს მიღმა რჩებოდა. მოკლედ, წესით ვითარება უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ბალარდინის თქმით, ახალ საქმეს დიდი მოტივაციით ეკიდება:

"როდესაც კლუბის პრეზიდენტისგან წინადადება მივიღე, დიდ ხანს არ მიფიქრია და ფაქტიურად უყოყმანოდ დავთანხმდი. "ჯენოა" ამბიციური გუნდია და მაღალი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა - სწორედ ასეთ შეთავაზებას ველოდებოდი და ბუნებრივია, მოტივაციით ვარ აღსავსე. სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ქულა დაიკარგა, თუმცა მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ გვაქვს".

აქვე ვთქვათ, რომ ჯამპიერო გასპერინი "ჯენოას" ოთხი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის აღმასვლა და შეიძლება ითქვას, აღორძინება კიდეც - გასპერინიმ ღრმა კრიზისში მყოფი გუნდი ჩაიბარა და სერია A-ში გადაიყვანა. პრეციოზის ეს არ დავიწყებია და "ჯენოას" უკვე ექს-თავკაცს გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა