სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
მილიტომ გოლი სამუელს მიუძღვნა

"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ აღიარა, რომ "ლეჩესთან" გატანილი გოლის მიუხედავად, შეხვედრით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. მილანელებმა ფრედ 1:1 ითამაშეს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაეშვნენ.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ - ჩემი გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. გოლი დაშავებულ ვალტერ სამუელს მივუძღვენი, მაგრამ გამარჯვება გაცილებით ძვირფასი იქნებოდა. ახლა მიზნად "მილანთან" დერბიში გატანას ვისახავ. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ კვირაში სამჯერ თამაში ჯერჯერობით ძალიან სარისკოა", - აცხადებს მილიტო.








კომენტარის დამატება