მილანი ინძაგის შემცვლელს ეძებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 13-ნოე, 17:039 FCB 1073 0






"La Gazzetta Dello Sport" იუწყება, რომ მილანი "სუპერ პიპოს " შემცვლელს ეძებს. კლუბის ხელმძღვანელები რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ. ცნობილი ხდება, რომ ინძაგი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. თავად ფეხბურთელი მხნედაა და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა გუნდში მალე დაბრუნდეს. მილანელები კი პარალელურად სხვადასხვა კანდიდატურების განხილვას შეუდგნენ:

დიეგო ფორლანი, რომელმაც ღიად განაცხადა სურვილი თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებისა და სხვა გუნდში გადასვლისა (საუბარია გრანდზე). ამ ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან ტურინის იუვენტუსი და მილანის ინტერი.

კარიმ ბენზემა, რომელსაც რეალში ართუ ისე ბევრი სათამაშო დრო აქვს. მილანსა და რეალს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და დიდი შანსია ეს ტრანსფერი განხორციელდეს კიდეც.
ამაური, ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი, ამ ტრანსფერში შეიძლება ბონერა ჩაერთოს, რომლითაც ტურინის იუვენტუსია დაინტერესებული და დიდი შანსია ამ ფეხბურთელების გაცვლა განხორციელდეს.

როლანდო ბიანკი, რომელიც ტორინოს ღირსებას იცავს და კაპიტანიცაა ამასთან ერთად. სპეციალისტები მას იდეალურად ახასიათებენ მილანისათვის. ეს ტრანსფერი მილანს არც თუ ისე ძვირი დაუჯდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018