Image

ჩელსის დებუში სურს

სიახლეები / ფეხბურთი 17-ივნ, 13:439 vano.t 1191


ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი" და "ნიუკასლ იუნაიტედიც" იჩენენ. აღნიშნულმა კლუბებმა "ლილთან" მოლაპარაკებებიც გამართეს, ფრანგებმა დებუში 7 მილიონ ფუნტად შეაფასეს.
"არისტოკრატები" მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელ გრეგორი ვან დერ ვილის კანდიდატურასაც განიხილავენ. შეგახსენებთ,რომ ჟოზე ბოსინგვას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, ბრანისლავ ივანოვიჩმა კი დაცვის ცენტრში თამაში მოითხოვა.
გეტყვით იმასაც,რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ორი ფეხბურთელი შეიძინა: "ვერდერიდან" მარკო მარინი, "ლილიდან" კი ედენ აზარი. გარდა ამისა, "არისტოკრატები" ინტერესს "პორტუს" თავდამსხმელ ჰალკისა და "ევერტონის" ნახევარმცველ მარუან ფელაინის მიმართ იჩენენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (261)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა