პორტუგალიამ და გერმანიამ მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს

პორტუგალიამ და გერმანიამ მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს

18-06-2012, 00:40

პორტუგალია 2-1 ჰოლანდია.
თამაში ძალიან აქტიურად წარიმართა, მატჩის დაწყებისთანავე უტევდა ორივე გუნდი მაგრამ გამორჩეულად ჰოლანდია ფლობდა უპირატესობას, სწორედ ამ უპირატესობის ფონზე მე-11 წუთზე რობენის შესანიშნავი პასით რაფაელ ვან დერ ვაარტმა შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში. ამ გოლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა უპირატესობა პორტუგალიამ მოიპოვა უტევდნენ ძალიან სწრაფად და შემართებით, რონალდომ ვერ გამოიყენა ერთ-ერთი ძალიან კარგი შანსი მან ძალიან კარგად გააღვია დაცვის ცენტრი და შესანიშნავად დაარტყა რის შემდეგადაც ბურთი შტანგას მოხვდა,სასწაულად გადარჩა ჰოლანდია. კიდევ ერთი პორტუგალიის შეტევის დროს ჯოო პერეირამ რონალდოს შესანიშნავი პასი გაუკეთა რის შემდეგადაც რონალდომ წონასწორობა აღადგინა. 28-ე წუთზე რონალდომ წონასწორობა აღადგინა. ამ გოლის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა თამაში ძირითადად კი პორტუგალია ქმნიდა ძალიან სახიფათო მომენტებს ძალიან ბევრი მომენტი გაუშვეს მათ ხელიდან.
ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი. მეორე ტაიმში პირველ ტაიმთან შედარებით არაფერი შეცვლილა ისევე, როგორც პირველ ტაიმში აქაც გამორჩეულად უტევდა პორტუგალია, 66-ე წუთზე რონალდოს კარგი გარღვევის შემდეგ ბურთი კოენტრაოს მიუვიდა მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთი შტეკენელბურგმა მოიგერია, აქ ძალიან დიდი შანსი გაუშვენ პორტუგალიელებმა. ამ მომენტის შემდგე რონალდოს კარგი გადაცემის შემდეგ ნანის ქონდა 100%-იანი შანსი მისი დარტმის შემდეგ კი შტეკენელბურგმა აიღო ეს სასწაული ბურთი. მაგრამ ცოტა ხნის შემდგე 73-ე წუთზე რონალდომ თავისი მეორე გოლით დაასრულა თამაში. 2-1 ამ ანგარიშით იმარჯვა პორტუგალიამ ძალიან მძიმე ბრძოლაში.
შემადგენლობები:
პორტუგალია:რუი პატრისიო, ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო, მიგელ ველოსო, ჟოაო მოუტინიო, რაულ მეირელეში, ნანი, კრიშტიანო რონალდო, ელდერ პოშტიგა.
ჰოლანდია:მაარტენ სტეკელენბურგი, გრეგორი ვან დერ ვილი, რონ ვლაარი, იორის მატეისენი, იეტრო ვილემსი, ნაიჯელ დე იონგი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, არიენ რობენი, რობინ ვან პერსი, უესლი სნეიდერი, კლას იან ჰუნტელაარი.

გერმანია 2-1 დანია.
თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო, თამაშის დაწყებისთანავე უტვედა ორივე გუნდი, თამაშის 19-ე წუთზე ლუკა შპოდოლსკიმ დააწინაურა გერმანიის ნაკრები 1-0.
ამ გოლის ცოტა დროსი გასვლის შემდეგ დანიის კარგი შეტევის შემდეგ 24-ე წუთზე კრონდელმა გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ უფრო დაიძაბა მატჩი აქტიურად უტევდა ორივე გუნდი,მაგრამ უდავო ფავორიტი ამ მატჩისა რა თქმა უნდა მაინც გერმანია ითვლებოდა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორე ტაიმში უფრო აქტიურად უტევდა გერმანია რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა დასრულებამდე მით უფრო აქტიურად უტევდა გერმანია. სწორედ ამის ფონზე 81-ე წუთზე ახალგაზრდა და შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა დააწინაურა გერმანია.ეს გოლი 1 იყო ამ ჩემპიონათში ბენდერისათვის.

# 2783ავტორი: Sportnews
რონალდუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

--------------------

# 52ავტორი: vano.t
ხო დანია მეც შემეცოდააა
# 433ავტორი: Alex_Song
დაიმსახურეს მარა დანია :(:(:(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით