EUROSPORT-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს ზაფხულის მთავარ სპორტულ ღონისძიებებს

EUROSPORT-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს ზაფხულის მთავარ სპორტულ ღონისძიებებს

22-06-2012, 16:10

EUROSPORT-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს ზაფხულის მთავარ სპორტულ ღონისძიებებს 3D ფორმატში ASTRA -ს სატელიტის მეშვეობით (19.2 გრადუსი აღმოსავლეთით)



ლუქსემბურგი, 5 ივნისი, 2012 წელი- SES–მა (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) განაცხადა, რომ Eurosport Group-ი აპირებს ზაფხულის ორი ძირითადი სპორტული ღონისძიების პირდაპირ ეთერში გაშვებას 3D ფორმატში მთელ ევროპის ტერიტორიაზე. პირდაპირი ტრანსლიაცია ASTRA-ს სატელიტური სისტემის მეშვეობით მოხვდება. საფრანგეთის ღია პირველობა და 2012 წლის ოლიმპიური თამაშები ლონდონში ტრანსლირებული იქნება ცოცხლად EUROSPORT 3D-ზე ASTRA-ს ორბიტალური მდებარეობით19.2 გრადუსი აღმოსავლეთით.
ორივე ღონისძიება ტრანსფონდერის მეშვეობით გადაიცემა, რომელიც ადრე ანალოგური მაუწყებლოსბისთვის გამოიყენებოდა გერმანიაში და მისაწვდომი იქნება მილიონობით ევროპელ ოჯახებისთვის, რომლებსაც აქვთ თეფშები დაყენებული ASRTA -ს 19.2 გრადუსზე აღმოსავლეთით.
"სპორტული ღონისძიებების მაღალი ხარისხის 3D ფორმატში გადაცემა, რომელიც მისაწვდომი იქნება ფართო აუდიტორიისთვის, ისევე როგორც 3D კონტენტის წარმოება ხელს შეუწყობს 3D ინდუსტრიის განვითარებას. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები საფრანგეთის ღია პირველობისა და ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ეთერში გადასაცემად SES-ის სატელიტებს გამოიყენებენ," - განაცხადა ნორბერტ ჰოლზლმა, SES-ის კომერციულმა ვიცე პრეზიდენტმა ევროპაში .

SES–ის შესახებ
SES არის მსოფლიოს ლიდერი სატელიტების ოპერატორი, რომლის ფლოტიც 50 გეოსტაციონარული თანამგზავრისგან შედგება. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს სთავაზობს ტელემაუწყებლებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, მობილურ და სტაცინალურ ტელეოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SES უზრუნველყოფს გრძელვადიან ბიზნეს ურთიერთობებს, მაღალი ხარისხის სერვისს და სრულყოფილებას სამაუწყებლო ინდუსტრიაში. SES–ის მრავალეთნიკური რეგიონალური ჯგუფები მთელს მსოფლიოშია განთავსებული. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან, რომ მათი სპეციფიკური მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
SES (პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) კანადაში Ciel–ის და მექსიკაში QuetzSat–ის მონაწილეა. ამავდროულად ის O3b Networks–ის სტარტეგიული თანამონაწილეა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ses.com.




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით