ესპანეთი იტალია მატჩის წინ

ესპანეთი იტალია მატჩის წინ

1-07-2012, 12:28

დღეს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და იტალია დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ იტალიამ ნახევარფინალში ძალიან მძიმე ბრძოლაში გერმანია ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის სხვა მატჩებისგან განსხვავებით ეს ყველაზე კარგი მატჩი იყო, თამაში ძალიან გახსნილი იყო და ძალიან ბევრი შეტევებიც ვიხილეთ. რაც შეეხება ესპანეთს, მან ნახევარფინალში 11 მეტრიანების სერიაში პორტუგალია დაამარცხა.

დასაწყისი: კვირა: 22:45 წუთზე.
მდებარეობა: კიევი.

სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი:კასილიასი - არბელოა, პიკე, რამოსი, ალბა - ბუსკეტსი, ხავი, ხაბი ალონსო - სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა.
იტალია:ბუფონი - აბატე, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - დე როსი, პირლო, მარკიზიო - მონტოლივო - კასანო, ბალოტელი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით