''დერბით კმაყოფილი ვარ''

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 15-ნოე, 16:159 FCB 1031 0






გუშინდელ დერბის გამოეხმაურა ალესანდრო ნესტა, რომელიც ერთი-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და ის, რომ ინტერის ფორვარდემა ვერ შეძლეს "როსონერის" კარის აღება გარკვეულწილად მისი დამსახურებაა. რასაკვირველია ვეტერანი იტალიელი გახარებულია თავისი გუნდის წარმატებით, რადგანაც ახლა სხვაობა მილანსა და ინტერს შორის უკვე 6 ქულაა.

Milan Channel-თან საუბარში ნესტამ შემდეგი განაცხადა: " უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგანაც დიდი ხანია ინტერისთვის არ მოგვიგია. უდიდესი რისკით ვთამაშობდით იმიტომ, რომ 10 კაცით ვიყავით და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გოლი გაგვეშვა, მაგრამ ამ დერბიში ჩვენ უბრალოდ უკეთესები ვიყავით. არ შემიძლია, რომ არ შევაქო ზლატანი, რომელიც საჭირო ფეხბურთელი გამოდგა მილანისთვის და მოედანზე ძალიან ბევრ სამუშაოს აკეთებს."-დაასრულა ნესტამ.

თავისი კომენტარი გააკეთა ინტერის მცველმა ივან კორდობამაც, რომელიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს გამარჯვებას მოწყურებულ ტიფოზებს: "უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ქომაგებსაც იგივეს ვურჩევ. მე მესმის მათი უკმაყოფილება, რადგანაც ისინი მიჩვეულები არიან მადონინაში 3 ქულას. გუნდში ყველაფერი არ არის რიგზე, რადგანაც ძირითადის რამოდენიმე მოთამაშე კვლავ დაშავებულია, სწორედ ეს არის წარუმატებლობის მიზეზი. იმედია მალე ყველაფერი გამოსწორდება."-განაცხადა კოლუმბიელმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018