Image

ტატიშვილი ფინალს მიღმა დარჩა

სიახლეები / ჩოგბურთი 15-ნოე, 16:299 FCB 1310


















ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ფენიქსის 75-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 65-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ მელანი ოუდინს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 6:4, 2:6, 4:6 წააგო და 50 ქულას დასჯერდა.

ბრეიკებით მდიდარი პირველ სეტში გამარჯვება 20 წლის ქართველს დარჩა და მეორეს სტარტზეც, 20 წლის ქართველმა მეტოქის მოწოდება კიდევ ერთხელ მოიგო, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ფინალს მიღმა დარჩა.

ოუდინთან, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში კლასიფიკაციაში 31-ე საფეხურზე გახლდათ, ტატიშვილი უკვე მეოთხედ დამარცხდა, თუმცა, ეს მის რეიტინგზე დიდად არ აისახება.
ანამ ფენიქსის შარშანდელ ტურნირზეც ნახევარფინალში ითამაშა და წლეულს, ქულების დაცვა მოახერხა. ორშაბათს გამოსაქვეყნებელ რეიტინგამდე, ტატიშვილს მისთვის სარეკორდო 134-ე ადგილი უკავია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა