დღის ახალი ამბები

ცნობილია, რა ფასი დაადო "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას

ცნობილია, რა ფასი დაადო "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას
2-05-2021, 13:26

ყაზანის “რუბინის” ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავებას გეგმავენ. ქართველი ტალანტის ტრანსფერთან ისეთ კლუბებს აკავშირებენ, როგორებიც “ბაიერნი”, “იუვენტუსი” და “მილანი” არიან.

“ხვიჩას 30 მილიონ ევროდ ვაფასებთ,” – განაცხადა “რუბინის” დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ, რუსული პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერ ლიგის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

ხვიჩას რუსულ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.





გაზიარება
მოინახულეს 1 429-ჯერ
კომენტარები
რეკლამა