ჩელსის ახალწვეულის ინტერვიუ

ჩელსის ახალწვეულის ინტერვიუ

14-07-2012, 22:28

განვლილი ერთი კვირა 23 - წლის ფლანგელისთვის დატვირთული იყო, როგორც საქმით, ასევე ემოციებით. რადგანაც შეხვდა ბევრ გამოჩენილ ფეხბურთელს, რომლებიც "ჩელსიში" მრავლად არიან. ახალგაზრდა ნატურალიზირებული გერმანელი ფეხბურთელი ნელ-ნელა ეწყობა ლონდონურ ცხოვრებას.
უნდა აღინიშნოს, რომ მარინი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, ეს ფაქტი მარტო გერმანული კარგი განათლების სისტემის შედეგი არაა. მარკოს ყოფილ კლუბში ბრემენის "ვერდერში", გერმანულად მოსაუბრე ფეხბურთელების რიცხვი, ჩამორჩებოდა ინგლისურენოვან ფეხბურთელებს. "ჩელსიშიც" ბევრი უცხოელი ფეხბურთელია, მაგრამ უმეტესობა მათგანი ინგლისურად საუბრობს, ან ახლა სწავლობს ინგლისურ ენას.
მარინი მოხარულია, რომ ფიზიკური დატვირთვაზე არ აქვს დი მატეოს აქცენტი გაკეთებული და ბურთთან ერთად ვარჯიშს უფრო დიდ ყურადღებას უთმობს.

" ძალიან მომწონს ვარჯიშის პროცესი, კარგი ატმოსფერო სუფევს მინდორზე, მოხარული ვარ, რომ ბურთთან ერთად ბევრს ვვარჯიშობთ, გერმანიაში სეზონის წინა მოსამზადებელ დროს ძირითადად ფიზიკურად ვარჯიშში ვატარებდით, ხანდახან ბურთთან ერთად საერთოდ არ ვვარჯიშობდით, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონის წინ ხდებოდა.
ძალიან სასიამოვნოა ასეთი მაღალი დონის და ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ყველა ძალიან ტექნიკურია, ტაქტიკურად კარგად თამაშობენ და ფიზიკურად საოცრად კარგად არიან მომზადებულნი. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მოედნის საფარი, რაღაც საოცრებაა ძალიან კარგ კონდინციაშია, რეზერვების გუნდის ბალახიც კი სჯობია გერმანულს."

მარინიმ "ჩელსისთან" შეთანხმებას აპრილის ბოლოს მიაღწია, როდესაც ბუნდეს ლიგის და პრემიერ ლიგის გათამაშებები დასკვნით ფაზაში იყო შესული. როგორც მარკო აცხადებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსის" გულშემატკივრობდა მთელი გულით და სულით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბის მისი ქვეყნის გუნდს უპირისპირდებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხარულია, რომ მომავალ სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა მოუწევს.

" როდესაც ისეთი კლუბი იჩენს შენს მიმართ ყურადღებას, როგორიც "ჩელსია" ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნებაა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გუნდის მაისურით ვითამაშებ. ვთვლი, რომ სხვა ქვეყანაში თამაში ძალიან საინტერესოა და დიდი გამოცდილებას მომცემს, მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია, მარო იმიტომ, არა, რომ მოედნები სავსეა გულშემატკივრებით, გერმანიაშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ ინგლისში განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს.
მე მითამაშია, რადმენიმე მატჩი ნისლიან ალბიონზე და ვიცი როგორი გარემოა. თამაშის ტემი საოცრად მაღალია, რაც ხიბლს მატებს შეხვედრას."

მარინს ეროვნულ გუნდში 16 შეხვედრა აქვს გამართული, მათ შორის მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, რატომღაც გერმანიის ნაკრების თავკაცა იოახიმ ლიოვმა მარკო არ წაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე.მარინი თვლის, რომ გერმანიის დატოვების შემდეგ, უკეთ წარმოაჩენს შესაძლებლობებს, როგორც მაგალითად მისი ყოფილი თანაგუნდელი მესუთ ოზილი და დაიბრუნებს ადგილს ეროვნულ ნაკრებში.

" როდესაც თამაშობ ისეთ გრანდში, როგორიც "ჩელსია" მთელი მსოფლიო შენ გიყურებს და ყველგან ყურადღების ცენტრში ხარ. თუკი კარგად წარმოაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს ლოგიკურად ნაკრებშიც გამოგიძახებენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება.
როცა მივიღე "არისტოკრატებში" გადმოსვლის გადაწყვეტილება, ბევრმა გამკიცხა, რომ სხვა ქვეყნის კლუბში თამაში ავირჩიე, მაგრამ მე არ მაინტერესებს ამ მასების აზრი, რადგანაც მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მე ძალიან მომწონს "ჩელსი" და მინდა ამ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. "არისტოკრატები" ევროპის საკლუბო ჩემპიონები არიან რაც კარგად მეტყველებს ამ გუნდის კლასზე. მე მოხარული ვარ, რომ აქ ვარ.
პრემიერ ლიგაში მომიწევს ძველ ნაცნობებთან დაპირისპირება, მაგალითად ლუკაშ პოდოლსკისთან, რომელთან ერთადაც რამდენიმე მატჩი მაქვს ჩატარებული გერმანიის ეროვნულ გუნდში, მაგრამ უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს, მეორე არსენალის ფეხბურთელთან, კერძოდ პერ მერტესაკერთან. ორი წლის განმავლობაში ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით "ვერდერში"."

წინა პარასკევს ბრანისლავ ივანოვიჩმა განაცხადა, რომ მარინის მეგობარია. მათ ერთმანეთი სერბეთისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირების დროს გაიცნეს. თავისმხრივ ეს ფაქტი მარკომაც დაადასტურა.

" ყველამ იცის, რომ მე ყოფილ იუგოსლავიაში დავიბადე, ამიტომაც სერბ ფეხბურთელებთან მქონდა და მაქვს ურთიერთობა, როდესაც აქ ჩამოვედი დავურეკე ბრანისლავს და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ აქაურ სიტუაციაზე. ახლა ის ბევრ რამეში მეხმარება, ძალიან კარგია, როცა ახალ გუნდში არის ისეთი ფეხბურთელი რომელთანაც აქამდეც გქონდა ურთიერთობა, ეს ადაპტაციის პროცესსაც უწყობ ხელს.
ჩვენ ერთად ვატარებთ ვარჯიშის შემდეგაც დროს, ერთად ვვახშმობთ ლონდონურ რესტორნებში, თუმცა ჯერ სერბულ რესტორანში არ ვყოფილვართ."

მარინი მოხარულია, რომ ამერიკულ ტურნეში გუნდთან ერთად მიემგზავრება.

" "ვერდერში" ძირითადად აუსტრია-გერმანიაში მიხდებოდა წინასასეზონო მომზადების გავლა. თითოჯერ ვიყავით ესპანეთში და თურქეთში. ამერიკაში ვარ ნამყოფი, თუმცა შეკრებაზე არა, სამოგზაუროდ ვიყავი ჩასული. უპირველეს ყოვლისა მოსამზადებლად მივდივართ იქ და არა დროის გასატარებლად, წინ მნიშნველოვანი ამხანაგური შეხვედრები გველის."

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით