უილიამსს ბარიკელო კვლავაც სჭირდება

სიახლეები / სხვა სახეობები / ფორმულა 1 15-ნოე, 18:539 Sportnews 1232 0





"უილიამსის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ რუბენს ბარიკელო შემდეგ სეზონშიც გუნდში დარჩება.

ამასთან საჯინიბოს ბოსმა ფრენკ უილიამსმა განაცხადა, რომ მეორე პილოტის ვინაობა მიმდინარე წლის ბოლომდე გაცხადდება. მისი თქმით, ბარიკელოს გამოცდილება და ოსტატობა, სწორედ ისაა, რაც ამჟამად ”უილიამსს” სჭირდება.

"რუბენსი დიდი პილოტია, მისი ტექნიკური ოსტატობა და გამოცდილება შემდეგ სეზონშიც დაგვეხმარება. წელს მან სრულად გაამართლა ჩვენი იმედები. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ", - აღნიშნა უილიამსმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა