აირჩიეთ გუნდი:

ფერგიუსონი: დალგლიში სუარესის ინციდენტს შეეწირა



მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ კენი დალგლიშის ლივერპულიდან წასვლა სუარესის ინციდენტმა გამოიწვია

“მე ნამდვილად არ გამხარებია ლივერპულიდან დალგლიშის წასვლა, მაგრამ მოველოდი ამას, რადგან ჯონ ჰენრი უკმაყოფილო იყო დალგლიშის მიდგომით ინციდენტის მიმართ. ეს მისი დათხოვნის ერთ-ერთი მიზეზი იყო” – აცხადებს წითელი ეშმაკების მენეჯერი.

ფერგიუსონს აგრეთვე კითხეს თუ რას ფიქრობდა სუარესის ნათქვამზე(სუარესმა მანჩესტერი პოლიტიკური ძალაუფლების ქონასა და მის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა).

“მე არ ვაპირებ გამოვეხმაურო სუარესის იუმორისტულ ნათქვამს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ის მანჩესტერ იუნაიტედს არ დაუღუპავს, ის დაღუპა ბიჭმა, რომელიც კულტურულ განსხვავაებებს შეეწინააღმდეგა”

“ნათელი იყო, რომ სუარესი არ აპირებდა ევრაზე ხელის ჩამორთმევას და სწორედ ამიტომ ჰქონდა ევრას ხელი ჩაწეული. მისი ჩაწეული ხელი სუარესმა თავისი საქციელის გამართლების საბაბად გამოიყენა, მაგრამ მას მაინც შეეძლო მისთვის ხელი გაეწოდა” – განმარტა ხელის ჩამორთმევის დროს მომხდარი ინციდენტი ფერგიუსონმა.

 

0

459
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.