Image

ახალი კონკურენცია ძიუდოში

სიახლეები / სხვა სახეობები 16-ნოე, 17:159 FCB 1608


















ართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ტურნირი, რომელზეც ნაკრების ახალი შემადგენლობა უნდა გამოიკვეთოს, 18-19 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და საყოველთაო აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სანახაობრივი და დასამახსოვრებელი იქნება. მწვრთნელებისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩემპიონატში მონაწილეობა ნაკრების ყველა წონითი კატეგორიის ლიდერისთვის სავალდებულო გახდა. გამოცდილმა სპორტსმენებმა შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა თავიდან უნდა დაამტკიცონ.
საქართველოს პირველობას წინ რეგიონალური ჩემპიონატები უძღოდა და შესარჩევი ეტაპის შედეგად უკვე ყველა წონითი კატეგორიის სია შევსებულია. ძიუდოს აკადემიაში მონაწილეთა სრული განაცხადი გუშინ გამოკიდეს და სავარაუდოდ, მასში ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი რომელიმე ძიუდოისტი კენჭისყრამდე ტრავმას მიიღებს.
ჩემპიონატის წინ სპორტსმენებს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცათ. ზოგი თავის რეგიონში ემზადება, პირადი მწვრთნელის ზედამხედველობით, ზოგმა კი დასკვნითი ვარჯიშების დიღომში გავლა ირჩია. საქართველოს პირველობის ჩამთავრების შემდეგ რა თქმა უნდა სხვაგვარად იქნება. ჩემპიონ-პრიზიორები ნაკრების უშუალო კანდიდატები გახდებიან და შეკრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთვებიან. სწორედ საქართველოს პირველობის სამეულებით დაკომპლექტებული გუნდი იჭიდავებს იანვარში, თბილისის მსოფლიოს თასზე.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა