რეკორდსმენ დელ პიეროს ახალ კონტრაქტს უმზადებენ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 17:179 FCB 1321 1






ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ალესანდრო დელ პიეროსთან კონტრაქტის ვადის გახანგრძლივებას აპირებს. "ბებერ სენიორას" წარმომადგენლებსა და კლუბის ლეგენდარულ შემტევს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია. მომავალი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუმცა La Gazzetta dello Sport-ი ვარაუდობს, რომ ფეხბურთელს მნიშვნელოვნად შემცირებულ ხელფასზე მოუწევს დათანხმება. ამავე გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის თავდამსხმელის ახალი კონტრაქტი ერთ სეზონზე იქნება გათვლილი.
დელ პიერო "იუვენტუსის" ღირსებას 1993 წლიდან იცავს. ტურინული გრანდის შემადგენლობაში ჩატარებულ 649 შეხვედრაში მას 278 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ საჩემპიონატო მატჩებში კი, მეტოქეთა კარის აღება 180-ჯერ მოახერხა, რაც "იუვენტუსის" ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე სეზონს, დელ პიერომ სერია A-ს 12-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირადი აქტივი 3 გოლით შეავსო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

beqa_beqa 16-ნოე, 17:37

ბარსაფან დაკვირდი რა ეს სიახლე უკვე დადებული იყო :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018