Image

“ბარსა” და პსვ აფელაის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 20:349 FCB 1248


















კატალონიის “ბარსელონასა” და ჰოლანიური პსვ-ს ოფიციალურმა საიტებმა დაადასტურეს, რომ ეინდჰოვენელთა შემტევი ნახევარმცველის, იბრაჰიმ აფელაის ტრანსფერის შესახებ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. გარიგება ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა, რადგან “ბარსამ” თავად ფეხბურთელთან უნდა შეათანხმოს პირადი კონტრაქტის დეტალები და თუ კატალონიელთა ოფიციალურ ვებ-გვერდს დავუჯერებთ, ეს უახლოეს რამდენიმე კვირაში მოხდება, რადგან აფელაის, ამჟამად, პსვ-ს თამაშებზე მართებს კონცენტრაცია.
სატრანსფერო თანხა ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსა” ჰოლანდიელებს 2-დან 4 მილიონ ევრომდე სთავაზობდა. გაიჟღერა უფრო კონკრეტულმა ციფრმა – სამმა მილიონმაც და ივარაუდებოა, რომ დაახლოებით ამ ოდენობის თანხას მიიღებენ ჰოლანდიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ, აფელაი კი კატალონიის დედაქალაქს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიაშურებს.
ერთ დროს ჰოლანდიელთა სიმრავლით გამორჩეულ “ბარსელონაში” აფელაის თანამემამულეს 2007 წლის შემდეგ არ უთამაშია. უკანასკნელი ჰოლანდიელი “ბარსაში” მარცხენა მცველი, ჯოვან ვან ბრონხორსტი იყო. სულ, კატალონიური კლუბის მაისურით, 18 ჰოლანდიელს უთამაშია. პირველი მათგანი იყო იოჰან კრუიფი, რომელმაც “ბარსას” მაისური 1973 წელს მოირგო. მას მოყვნენ იოჰან ნეესკენსი, დანი მიულერი, რონალდ კუმანი, რიჩარდ ვიჩგე, ხორდი კრუიფი, მიხაელ რაიციგერი, რუუდ ჰესპი, ვინსტონ ბოგარდი, ბუდევეი ზენდენი, ფილიპ კოკუ, პატრიკ კლუივერტი, რონალდ დე ბური, მარკ ოვერმარსი, ჯოვანი ვან ბრონხორსტი, ედგარ დავიდსი და მარკ ვან ბომელი. აფელაი გახდება მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც პსვ-დან “ბარსელონას” მიაშურა. აქამდე იგი გაუკეთებიათ რონალდ კუმანს, ბუდევეი ზენდენს, ფილიპ კოკუს, მარკ ვან ბომელსა და ბრაზილიელ ვარსკვლავებს, რონალდოსა და რომარიოს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა