Image

რუნი დასაბრუნებლად მზად არის

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 20:439 beqa_beqa 1321


















მანჩესტერ ”იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი უკვე დაბრუნდა დავისი გუნდის სავარჯიშო ბაზაზე და სულ მალე განაახლებს ვარჯიშებს თავის კლუბთან ერთად, რათა უახლოეს ტურიში პრემიერ ლიგაში უიგანის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ განვლილი კვირა 25 წლის ფეხბურთელმა გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ პორტლენდში, სადაც ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალური პროგრამით ემზადებოდა, რომელიც უნდა დაეხმაროს რუნის, რომ საბოლოოდ აღიდგინოს სპორტული ფორმა ტერფის ტრამვის შემდეგ.
როგორც იუწყება The Guardian, განვლილ უქმეებზე რუნი დაბრუნდა სამშობლოში და ორშაბათს უკვე იმყოფებოდა ”წითელი ეშმაკების” საწვრთნელ ბაზაზე კარინგტონში. გუნდის ექიმები კმაყოფილები დარჩნენ რუნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
”მან საკმაოდ ნაყოფიერი კვირა გაატარა და ყოველი დღე ვარჯიშობდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას რის მიღწევასაც ვცდილობდით.” - განაცხადა მანჩესტერ ”იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.
ბოლოჯერ უეინ რუნი წითლების ძირითად შემადგენლობაში სექტემბრის ბოლოს იყო, მას მერე მხოლოდ ერთ თამაშში მიიღო მონაწილეობა.
უეინს ამ სეზონში ”იუნაიტედის” შემადგენლობაში გამოტოვებული აქვს 20-დან 13 შეხვედრა და ამის გარდა კიდევ გამოტოვებს ამხანაგურ მატჩს ეროვნულ ნაკრებშიც ფრანგების წინააღმდეგ. ამავდროულად ”იუნაიტედი” დღე-დღეზე ელოდება 65 ათასიან ჯარიმას პრემიერ ლიგის ორგანიზატორებისგან BBC-ს ბოიკოტირებისთვის ფერგის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ კლუბმა მხარი დაუჭირა თავის მწვრთნელს და აიღო ვალდებულება მის მაგივრად ყველა ჯარიმის გადახდაზე.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FCB 16 ნოემბერი 2010 20:43
ეს სიახლე დავდე უკვე :)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა