დღის ახალი ამბები

ვიდეო, რომელმაც პატარძალი დაღუპა - კავკასიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ქორწილის დღეს ცოლი ოთახიდან თმებით გამოათრია და ყველას თვალწინ მიწაზე დააგდო

ვიდეო, რომელმაც პატარძალი დაღუპა - კავკასიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ქორწილის დღეს ცოლი ოთახიდან თმებით გამოათრია და ყველას თვალწინ მიწაზე დააგდო

აგვისტოს დასაწყისში ვლადიკავკაზში გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის, ზაურბეკ სიდაკოვის ქორწილი, თუმცა ახალგაზრდების ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. სპორტსმენმა უცნობი ნომრიდან, მიიღო ვიდეო, სადაც მისი საცოლეს მსგავსი გოგონა მონაწილეობს. ვიდეოსთან ერთად მიიღო ტექსტური შეტყობილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ იგი, სავარაუდოდ, სექს-ესკორტი იყო. კადრებში ჩანს შავთმიანი ლამაზმანი, რომელიც მხოლოდ საცვლების ამარაა და ვნებიანად ენას უყოფს ადრესატს .

პატარძლის წარსული ცნობილი გახდა შუა ქორწილში, ანონიმური წყაროს ცნობით, ვიდეოკადრები ეკუთვნოდა ცოლიან ბიზნესმენს, რომელიც Forbes- ის სიაშია. იმისდა მიუხედავად, რომ თავად გოგონა მდიდარი ოჯახიდან არის, სავარაუდოდ ეს მდიდარი მამაკაცი, ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა გოგონას . ეს გაიგო მისმა კანონიერმა მეუღლემ, რომელმაც გადაწყვიტა სწორედ ამ გზით ეძია შური ახალგაზრდა გოგონაზე. თუმცა, ამ ვერსიის სხვა დადასტურება არ არსებობს.

როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, როდესაც ზაურბეკს ეს ვიდეო გამოუგზავნეს, იგი მაგიდიდან წამოხტა, პატარძლის ოთახში შევიდა (ოსებს პატარძალი ცალკე ჰყავთ) ... მან თმებში წაავლო გოგონას ხელი, გაიყვანა გარეთ და მიწაზე დააგდო. შემდეგ ჩაიცუცქა, დაიწყო ტირილი და საცოლეს უთხრა : "რატომ მომექეცი ასე?"

გოგონა მოსკოვში გაემგზავრა, ხოლო მამამისი რეანიმაციაში მოხვდა გულზე პრობლემების გამო. საერთო ჯამში, ქორწილში დაახლოებით 500 ადამიანი იყო მიწვეული, რომელიც 8 მილიონი რუბლი დაჯდა.

თავისუფალი სტილის მოჭიდავე, 24 წლის ზაურბეკ სიდაკოვი დაიბადა ქალაქ ბესლანში, იგი არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი(2018-2019წ), ევროპული თამაშების ჩემპიონი 2019 წელს და რუსეთის არაერთგზის ჩემპიონი.





გაზიარება
მოინახულეს 1 937-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "სერენა უილიამსთან და მარია შარაპოვასთან ამას მხოლოდ ნეკა თუ იზავდა"
  2. ვიდეომ 1 საათში რამდენიმე მილიონი ნახვა დააგროვა - კავკასიელმა მოჭიდავემ ცოლი ქორწილის დღეს გამოიჭირა და ყველას თვალწინ თმებით ათრია
  3. ვიდეო, რომელმაც პატარძალი დაღუპა - კავკასიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ქორწილის დღეს ცოლი ოთახიდან თმებით გამოათრია და ყველას თვალწინ მიწაზე დააგდო
  4. ჟურნალისტურმა გამოძიებამ კობი ბრაიანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებიტ ყველაფერი თავდაყირა დააყენა
  5. უკვე ვიდეოც გავრცელდა - კავკასიელი მსოფლიო ჩემპიონი , რომელიც პატარძლის ოთახში გავარდა, თმებში წაავლო ხელი, გამოათრია ყველას თვალწინ მიწაზე ათრია
რეკლამა