Image

კაპელო: “გიბსი, კეროლი და ჰენდერსონი ძირითადში”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 00:219 FCB 1354


















ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში კირან გიბსი, ჯორდან ჰენდერსონი და ენდი კეროლი ითამაშებენ.

ნაკრების დებიუტანტმა კეროლმა მხოლოდ დღეს დილით განაახლა ვარჯიშები. მას ტრავმა ჰქონდა და ჯერ კიდევ გუშინ მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხული იყო, მაგრამ იტალიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ “ნიუკასლის” ახალგაზრდა ფორვარდი მწყობრშია და ხვალ თამაშს შეძლებს.

“ის მწყობრშია და ხვალ ითამაშებს. ის ჰენდერსონთან და გიბსთან ერთად ძირითად შემადგენლობაში იქნება. ჩვენ ახალგაზრდების დახმარება გვჭირდება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ითამაშებენ ისინი. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გუნდის ლიდერები, რიო ფერდინანდი, სტივენ ჯერარდი და გარეტ ბერი ახალწვეულებთან ერთად ითამაშებენ”, – განაცხადა კაპელომ პრესს-კონფერენციაზე.

სამწუხაროდ ნაკრების ბაზა დატოვა ჯეკ უილშირმა. “არსენალის” ახალგაზრდა გამთამაშებელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სამკურნალოდ კლუბში დაბრუნდა.

“უილშირი სახლში დაბრუნდა. იაგიელკას ვირუსი აქვს, მაგრამ იმედია ხვალისთვის მომჯობინდება. ჰარტთან დაკავშირებით ჩვენ ახალ ამბებს ექიმებისგან ველით. ვფიქრობ, მას სერიოზული არაფერი სჭირს”, – ამატებს კაპელო.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა