Image

დოს სანტოსი "მალიორკაში" გადავიდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 01-სექ, 17:389 Eke 1098


სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმა დატოვა "ტოტენჰემი" და თავის ახალ კლუბს "მალიორკას" მიაშურა.

ჯოვანი დოს სანტოსი,როგორც მოგეხსენებათ კატალონიის "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდის მაისურით 28 მატჩშიც კი მიუღია მონაწილეობა,თუმცა 2008 წელს მექსიკელმა დატოვა კატალონიური გრანდი და ხუანდე რამოსის "ტოტენჰემს" მიაშურა."მამლებში" დოს სანტოსმა ვერ დაიმკვიდრა თავისი ადგილი,რასაც მოწმობს ის ფაქტიც,რომ მან არენდის წესით გამოიცვალა 3 კლუბი: "იფსვიჩ თაუნი","გალათასარაი" და სანტანდერის "რასინგი" და ბოლოს დადგა დრო,როდესაც ჯოვანიმ კვლავ ესპანეთს მიაშურა და მომავალი 4 წლის განმავლობაში "მალიორკას" ღირსებას დაიცავს.

ესპანურმა კლუბმა მისი სახით სერიოზულა შენაძენი გააკეთა,თუმცა გასაკვირია თუ როგორ ელევა "ტოტენჰემი" და ანდრეს ვილაშ ბოაში ისეთ კრეატიულ ფეხბურთელებს როგორებიც არიან ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი,რომელმაც ჯოვანის მსგავსად დატოვა "მამლები",ასევე ლონდონური კლუბი დატოვეს ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა და სამხრეთ აფრიკელმა სტივენ პიენაარმა.

ავტორი: ერეკლე გორგოძე


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 1 სექტემბერი 2012 22:23
iventusi_rati,
გაიხარე ძმაო, მალე გავიცნობთ ერთმანეთს
iventusi_rati 1 სექტემბერი 2012 18:44
Eke,მეც მიხარია მართალია არ გიცნობდი მაგრამ მაინც გამიხარდა.
Eke 1 სექტემბერი 2012 17:51
რაულიტო,
ერთად უფრო მეტს შევძლებთ და უფრო პოპულარულს გავხდით საიტს !! :**
Sportnews 1 სექტემბერი 2012 17:50
Eke,
ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Eke 1 სექტემბერი 2012 17:44
კვლავ დავბრუნდი ჩემი 148-ე სტატიით
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (316)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა