ოლიჩის მუხლი რვათვიანია

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 10:449 FCB 1001 0






"ბაიერნის" ხორვატი თავდამსხმელისთვის, ოვიცა ოლიჩისთვის სეზონი უკვე დასრულებულია. "რეკორდმაისტერის" 31 წლის ფორვარდს ამერიკაში ტრავმირებულ მუხლზე საკმაოდ სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, გუშინ კი ის მიუნხენში დაბრუნდა, მაგრამ არა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად, არამედ სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად.
"ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ტკივილიც აღარ მაწუხებს, თუმცა მოედანზე გასვლას კიდევ დიდი ხანი ვერ შევძლებ. ექიმმა 8-თვიანი დასვენება გამომიწერა და იძულებული ვარ მის მითითებას დავემორჩილო", - განაცხადა მიუნხენელთა თავდამსხმელმა.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ოლიჩმა მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, სულ კი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 29 შეხვედრა აქვს გამართული, რომლებშიც მეტოქეთა კარის აღება 11-ჯერ მოახერხა.
ოლიჩი ერთადერთი არაა, ვინც "ბაიერნს" მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ვინგერი არიენ რობენი მიუნხენელებს მსოფლიოს ჩემპიონატიდან სერიოზული ტრავმით დაუბრუნდა და მომავალი წლის აგვისტომდე მას ლაზარეთში ყოფნა მოუწევს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018