“ლივერპული” დენი როუზის სამსახურით დაინტერესდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 03-დეკ, 03:419 beqa_beqa 891 1






The People-ის ცნობით ბრენდან როჯერსი ზამთარში ინგლისის ნაკრების 21 წლამდელთა წევრის, დენი როუზის შეძენას აპირებს.

როუზი “ტოტენჰემის” საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ ამჟამად იჯარის სახით “სანდერლენდის” რიგებში ირიცხება.

ის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას ლონდონურ კლუბს უბრუნდება – ასეთია ორ კლუბს შორის არსებული შეთანხმება.

“მამლების” თავჯდომარე დანიელ ლევი 22 წლის მარცხენა ფლანგელის სანაცვლოდ ყველაზე მცირე £5 მილიონ ფუნტს ითხოვს.

თავის მხრივ, ფეხბურთელის გამოსყიდვაზე “შავი კატებიც” ფიქრობენ, მაგრამ ბრენდან როჯერსს მარცხენა ფლანგის გაძლიერება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

beqa_beqa 03-დეკ, 04:10

წესით ლივერპულს უფრო მაგალი დონის ხალხი ჭირდებაა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018