დღის ახალი ამბები

ცნობილია რა თანხა მიიღო ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით

ცნობილია რა თანხა მიიღო ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით
3-06-2021, 08:12

ბუდაპეშტში, ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოვიდა.  მამაკაცთა შორის, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ლაშა შავდათუაშვილი ამ გამარჯვებით გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც სამი დიდი ტურნირი: ევროპა, მსოფლიო და ოლიმპიადა აქვს მოგებული.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის ქართველი სპორტსმენი საკმაოდ სოლიდურ თანხას 20 800 ევროს მიიღებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან , დამატებით კი ის სახელმწიფოსგან 85 ათას ლარი გადაეცემა.





გაზიარება
მოინახულეს 5 766-ჯერ
კომენტარები
რეკლამა